Antony Eastmond – Royal Imagery in Medieval Georgia

კავკასიაში მდებარე შუა საუკუნეების საქართველომ შექმნა საკუთარი მმართველების უამრავი მონუმენტი, რომლის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი ყოფილი საბჭოთა კავშირის გარეთ. ეს წიგნი პირველად იკვლევს საქართველოში სამეფო გამოსახულებების განვითარებას მეცხრე და მეცამეტე საუკუნეებს შორის. ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროებს შორის მდებარეობით, საქართველო იძლევა შესანიშნავ ქეიზ სთადის ისეთი საკითხების შესასწავლად, როგორიცაა ხელოვნებისა და ძალაუფლების ურთიერთობა ან აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იდეების მიმოცვლა. წიგნში ბიზანტიური, სპარსული, სომხური, თურქული და ადგილობრივი ტრადიციები ნაჩვენებია, როგორც გავლენის მომხდენი ქართველი მმართველების მიერ გავრცელებულ ძალაუფლების გამოსახულებაზე. ისტმონდი აფუძნებს მის კვლევას მშვენიერ მაგალითებზე მაღალ-რელიეფური ქვის ჩუქურთმებიდან რთული კედლის მხატვრობის ციკლების ჩათვლით.

თავდაპირველად, წიგნი მიუყვება ხუთ საუკუნეზე მეტ ხანი სამეფო გამოსახულებების წარმოებასა და ინტერპრეტაციას, მეცხრე საუკუნეში ქართული მონარქიის აღდგენიდან მონღოლების შემოსევების წინ მის კულმინაციამდე თამარის მეფობის (1184-1213) დროს. ისტმონდი გამოყოფს საშუალებებს, რომლითაც მმართველის თითოეული გამოსახულების დეტალები და ფონი იყო ძალიან ფრთხილად შედგენილი განსხვავებულ აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

წიგნი განსაკუთრებით კონცენტრირდება თამარ მეფის ხუთ მოღწეულ გამოსახულებაზე.  ეს პორტრეტები იძლევა ხელუხლებელ მტკიცებულებას იმ საშუალებების, რომლითაც სამხატვრო ტრადიციები გარდაიქმნა ქალის ხელისუფლებაში აღზევების ლეგიტიმაზიციის საჭიროების მიხედვით. ისტმონდი ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ შეხედულებას, სამეფო გამოსახულებების განვითარებაში პატრონაჟის როლის ცენტრალურად მართვის შესახებ. ამის ნაცვლად, ის ვარაუდობს სამეფო კარის წევრების მიერ მანიპულირებას ლოკალური და სამეფო ინტერესების გასავრცელებლად.

სამეფო გამოსახულებები შუა საუკუნეების საქართველოში წარადგენს მნიშვნელოვანი ნამუშევრების იშვიათად ნანახ ერთობლიობას და იძლევა ინტერპრეტაციის მოდელს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიზანტიური და დასავლური მედიევალური სამყაროების სამეფო მხატვრობის შესასწავლად. ეს არის ამ მატერიალის პირველი ინგლისურენოვანი დეტალური კვლევა.

Eastmond, A. (2010). Royal Imagery in Medieval Georgia. Penn State Press.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Lynn Jones, The Medieval Review)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *