Christoph Zürcher – The Post-Soviet Wars: Rebellion, Ethnic Conflict, and Nationhood in the Caucasus

პოსტ-საბჭოთა ომები არის კავკასიის რეგიონში ორგანიზებული ძალადობის შედარებითი აღწერა. ის მოიცავს შემდეგ ძირითად არეალებს: ჩეჩნეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და დაღესტანი. ზურჩერის მიზანია გაიგოს ამ რეგიონებში ძალადობის ბუნება და წარმოშობა, პოსტ-საბჭოთა რეჟიმების მხრიდან პასუხი და ჩახშობა, მიღებული შედეგები, აგრეთვე თუ რატომ იქცა ზოგიერთი კონფლიქტი სისხლიანად და ზოგი არა. მაგალითად, დაღესტანში რეალური სისხლიანი კონფლიქტი არ წარმოშობილა, რაც რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის გამონაკლისია. წიგნი იძლევა რეგიონის მოკლე ისტორიას, განსაკუთრებით ეხება საბჭოთა კავშირის დაშლას და მიღებულ ცვლილებებს. ზურჩერი სიფრთხილით აღწერს თითოეულ რეგიონის მახასიათებლებს, ეკონომიკურს, ეთნიკურს, რელიგიურსა და პოლიტიკურს, რათა ამით გასაგები გახადოს თუ რატომ გადაიქცა ზოგიერთი კონფლიქტი სისხლიანად და თუ რას შეიძლება მოასწავებდეს რეგიონის მომავალი.

ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი იძლევა რეგიონის თანამედროვე და ყოვლისმომცველ მიმოხილვას, აგრეთვე  მობილიზაციასა და ძალადობაზე არსებული თანამედროვე კვლევების ხელმისაწვდომ გაგებას.

Zurcher, C. (2007). The Post-Soviet Wars: Rebellion, Ethnic Conflict, and Nnationhood in the Caucasus. NYU Press.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Ara Sanjian, Central Asian Survey) (Luisa Bunescu, H-Soz-Kult)

Filed in: წიგნები და რეცენზიები, უსაფრთხოება Tags: , , , , , ,

You might like:

Kevin Tuite – Achilles and the Caucasus Kevin Tuite – Achilles and the Caucasus
Paul Manning – Folklore and Terror in Georgia’s ‘Notorious’ Pankisi Gorge: The Ethnography of State Violence at the Margins of the Nation Paul Manning – Folklore and Terror in Georgia’s ‘Notorious’ Pankisi Gorge: The Ethnography of State Violence at the Margins of the Nation
George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.