Lincoln A. Mitchell – Uncertain Democracy: U.S. Foreign Policy and Georgia’s Rose Revolution

2003 წლის ნოემბერში, საქართველოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მოპარულმა არჩევნებმა გამოიწვია დემონსტრაციები და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის საბოლოო გადადგომა. შევარდნაძე შეცვალა დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რომელმაც საქართველოს აღდგენის, დასავლეთის მიმართ მიმართვის და ევროპული სტილის დემოკრატიის მშენებლობის პირობა დადო. ვარდების რევოლუციის სახელით ცნობილი ეს ადრეული ოცდამეერთე საუკუნის დემოკრატიული მოძრაობა იყო ერთ-ერთი ე. წ. ფერადი რევოლუციებიდან (ნარინჯისფერი უკრაინაში, ტიტების ყირგიზეთში, კედრების ლიბანში). რამ გამოიწვია საქართველოში დემოკრატიის რევოლუციის წარმატება, როდესაც დეკადის საწყის ნაწილში მრავალი მსგავსი მოძრაობა დაიშალა?

ლინკოლნ ა. მიტჩელი უშუალოდ დაესწრო ვარდების რევოლუციას და როლიც შეასრულა მის განხორციელებაში ცვლილებების შემქმნელ წამყვან ქართველ აქტორებთან ახლო თანამშრომლობით. “ბუნდოვან დემოკრატიაში”, მიტჩელი ყვება შევარდნაძის გადაგდებით დასრულებულ მოვლენებს და აანალიზებს ფაქტორებს, რომლებმაც გამოიწვიეს ახალი რეჟიმის სასიცოცხლო ენერგია. წიგნი აგრეთვე იკვლევს აშშ-ის მოკრძალებულ, მაგრამ აუცილებელ როლს ვარდების რევოლუციასა და საქართველოს მარცხში მისი დემოკრატიული პირობის შესრულებისას.

“ბუნდოვანი დემოკრატია” არის საქართველოს უახლოესი პოლიტიკური წარსულის პირველი მეცნიერული გამოკვლევა. პირველადი წყაროების, მეორეული დეკომენტების და მისი პირადი NGO გამოცდილების გამოყენებით, მიტჩელი წარმოადგენს საზღვარგარეთ დემოკრატიის გავრცელების აშშ-ის პოლიტიკის ეფექტის შესანიშნავ ქეიზ-სთადის.

Mitchell, L. A. (2009). Uncertain Democracy: US Foreign Policy and Georgia’s Rose Revolution. University of Pennsylvania Press.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Robert Legvold, Foreign Affairs)

Filed in: წიგნები და რეცენზიები, პოლიტიკა Tags: , , , , ,

You might like:

Richard Bennet – Delivering on the Hope of the Rose Revolution: Public Sector Reform in Georgia, 2004-2009 Richard Bennet – Delivering on the Hope of the Rose Revolution: Public Sector Reform in Georgia, 2004-2009
David Rinnert – The Politics of Civil Service and Administrative Reforms in Development—Explaining Within‐Country Variation of Reform Outcomes in Georgia after the Rose Revolution David Rinnert – The Politics of Civil Service and Administrative Reforms in Development—Explaining Within‐Country Variation of Reform Outcomes in Georgia after the Rose Revolution
George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.