Lincoln Mitchell – The Color Revolutions

გვიანი 2003 წლიდან შუა 2005 წლამდე, მშვიდობიანი ქუჩის პროტესტების სერიამ საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში ჩამოაგდო კორუფციული და არადემოკრატიული რეჟიმები და სამივე ქვეყანაში ახალი პრეზიდენტების არჩევა მოიტანა. ამ მოძრაობებს – კოლექტიურად ცნობილს, როგორც ფერადი რევოლუციები – დასავლეთში დემოკრატიულ გარღვევად შეხვდნენ, რომელსაც შეიძლება საფუძვლიანად შეეცვალა ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ნიადაგი.

თუმცა როგორც ლინკოლნ ა. მიტჩელი ხსნის “ფერად რევოლუციებში“, მას შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს პროტესტები რადიკალური ცვლილებების გარდა, თანმიმდევრულობის მომენტები იყო. ამ მოძრაობებმა არამხოლოდ მცირედით გამოიწვიეს დემოკრატიული ცვლილება სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, არამედ მათი გავლენა თავად საქართველოზე, უკრაინაზე და ყირგიზეთზე თავდაპირველი მოლოდინისგან სრულებით განსხვავებული იყო. მიტჩელი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში, ფერადი რევოლუციები უკეთ გასაგებია, როგორც ფაზები თითოეული ქვეყნის გრძელ პოსტ-კომუნისტურ ტრანზიციაში: ცხადია, მნიშვნელოვანი მოვლენები, მაგრამ არა ნამდვილი რევოლუციები.

“ფერადი რევოლუციები” იკვლევს სამივე ფერადი რევოლუციის – საქართველოს ვარდების რევოლუცის, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის, ყირგიზეთის ტიტების რევოლუციის –  მიზეზებსა და შედეგებს და ადგენს საერთო თემებსა და ეროვნულ ვარიაციებს. მიტჩელის ანალიზი აგრეთვე შეეხება ამერიკული დემოკრატიის გავრცელების პროგრამების როლს, ფერადი რევოლუციების მიმართ არადემოკრატიული რეჟიმების რეაქციებს, ამ მოვლენების გავლენას აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე და 2005-2006 წლებში წარუმატებელ “რევოლუციებს” აზერბაიჯანსა და ბელარუსში.

იმ დროს, როდესაც არაბულმა გაზაფხულმა ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული განვითარების იმედები წარმოშვა, ფერადი რევოლუციების მიტჩელისეული აღწერა ჩინებული შეხსენებაა თუ რამდენად საფრთხილოა შეცდენა დემოკრატიული გარღვევების დრამატულ მოვლენებში.

Mitchell, L. A. (2012). The Color Revolutions. University of Pennsylvania press.

ნახეთ books.google.com-ზე; რეზიუმე (Maia Otarashvili, Foreign Policy Research Institute)

Filed in: წიგნები და რეცენზიები, პოლიტიკა Tags: , , , ,

You might like:

George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus
Tedo Japaridze & Ilia Roubanis – Tbilisi’s Relevance to Washington: What Is, Where Is, and What Can Be Tedo Japaridze & Ilia Roubanis – Tbilisi’s Relevance to Washington: What Is, Where Is, and What Can Be
Kakha Gogolashvili (Ed.) – Russia and Georgia: Searching the Way Out Kakha Gogolashvili (Ed.) – Russia and Georgia: Searching the Way Out

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.