Stephen F. Jones (ed.) – The Making of Modern Georgia, 1918-2012. The First Georgian Republic and its Successor

როდესაც უმეტესი აღმოსავლეთ ევროპა ერთი ან მეორე სახის დიქტატურას ებრძოდა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918-1921) შექმნა კონსტიტუცია, პარლამენტური სისტემა ეროვნული არჩევნებით, აქტიური ოპოზიცია და თავისუფალი პრესა. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მსგავსად, მისი მემკვიდრეებიც 1991 წელს უუნარო იმპერიიდან წარმოიშვნენ და კვლავ დაუდგათ ახლიდან ახალი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალუსი სისტემის წარმოშობის საკითხი. 1918 და 1991 წლებში, საქართველო დაუპირისპირდა მტრულად განწყობილ რუსეთს და მიჰყვა პრო-დასავლურ და პრო-დემოკრატიულ კურსს. ამ წიგნში წამყვანი რეგიონული ექსპერტები იკვლევენ საშინაო და საგარეო პარალელებს ადრეული მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოსტ-კოლონიურ მთავრობებს შორის. როგორ იმოქმედეს ორივე ეპოქის გამოუცდელმა ქართველმა ლიდერებმა სეცესიონიზმის პრობლემისას, რა იყო მათი სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიები და რას ნიშნავდა მათთვის დემოკრატია? როგორ გამოიყურებოდა მათი საარჩევნო სისტემები, რატომ იყო მათი ეკონომიკური სტრატეგიები ასე განსხვავებული და როგორ უმკლავდებოდნენ სამეზობლო საფრთხეებს. ეს არის უმთავრესი გამოწვევები, რომელსაც დღეს მსოფლიოში ტრანზიციულ ხელისუფლებებს უდგათ. ას წელზე მეტი ხნის საქართველოს გამოცდილება ამტკიცებს, რომ ისტორია და თანამედროვე პოლიტიკური ანალიზი გვაძლევს ყველაზე წინააღმდეგობრივი შედეგების საუკეთესო (და ყველაზე საინტერესო) ახსნას.

Jones, S. F. (2014). The Making of Modern Georgia, 1918-2012: The First Georgian Republic and Its Successors. Routledge.

ნახეთ books.google.com-ზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *