Donald Rayfield – Edge of Empires: A History of Georgia

დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზასაყარზე მდებარე საქართველო არის წვიმის ტყეებისა და ჭაობების, თოვლისა და მყინვარების და ნახევრად-არიდული დაბლობების ქვეყანა. მას აქვს სათხილამურო კურორტები და მინერალური წყაროები, მონუმენტები და ნავთობის მილსადენი. მას აგრეთვე აქვს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ყველაზე მშფოთვარე ისტორია ქრისტიანულ ან ახლო აღმოსავლეთის სამყაროში, თუმცა აქამდე არ დაწერილა ამ თითქმის უცნობი ქვეყნის ამომწურავი, უახლესი აღწერა. ამ გამოტოვების ამოსავსებად, დონალდ რეიფილდი იყენებს მცირე ხნის წინ გახსნილი არქივებიდან უზარმაზარ ახალ მატერიალებს საქართველოს ჩამთრევი ისტორიის მოსათხრობად.
ქართველების არსებობის შესახებ უძველეს ანატოლიაში პირველი ცნობებიდან დაწყებული და დაუდევარ პრეზიდენტ სააკაშვილამდე დამთავრებული, რეიფილდი ეხება ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, მონაცვლეობს დისინტეგრაციასა და ერთიანობას შორის და აქვეყნებს საქართველოს კომპლექსურ ბრძოლებს იმ იმპერიებთან, რომელთაც მისი კონტროლი, დანაწევრება ან განადგურება სურდათ. ის აღწერს ქვეყნის კონფლიქტებს ქსენოფონტეს ბერძნებთან, არაბებთან, თურქებთან, ჯვაროსნებთან, ჩინგიზ ყაენთან, სპარსეთის იმპერიასთან, რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა ტოტალიტარიზმთან. პატარა, თუმცა ფერადი ქვეყნის ფართო აღწერა, მისი დრამატული სახელმწიფოს მშენებლობა და ტრაგიკული პოლიტიკური ისტორიები, იპყრობს მკითხველის თვალს ამ ხშირად გამორჩენილი ქვეყნის მიმართ.

Rayfield, D. (2013). Edge of Empires: A History of Georgia. Reaktion Books.

ხელმისაწვდომია Amazon-ზე; რეცენზია (Tony Barber, Financial Times)

Filed in: წიგნები და რეცენზიები, ისტორია Tags: , , ,

You might like:

Bruno Coppieters – In Defence of the Homeland: Intellectuals and the Georgian-Abkhazian Conflict Bruno Coppieters – In Defence of the Homeland: Intellectuals and the Georgian-Abkhazian Conflict
ახალი პუბლიკაციები: ოქტომბერი-ნოემბერი 2015 ახალი პუბლიკაციები: ოქტომბერი-ნოემბერი 2015
Robert P. Blake, Georgian Secular Literature: Epic, Romance, and Lyric (1100-1800) Robert P. Blake, Georgian Secular Literature: Epic, Romance, and Lyric (1100-1800)
Zurab Avalishvili – T’eimuraz and his poem: The Martyrdom of Queen K’et’evan Zurab Avalishvili – T’eimuraz and his poem: The Martyrdom of Queen K’et’evan
© 2019 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.