Thomas de Waal – The Caucasus: An Introduction

ამ მიმზიდველ წიგნში, ცნობილი ჟურნალისტი თომას დე ვაალი, დადებითად შეფასებული შავი ბაღის (The Black Garden) ავტორი, ამტკიცებს, რომ კავკასიის შიდა დინამიკა და ისტორია ფართო მსოფლიოსგან უფრო მეტად კომპლექსურ დაფასებას მოითხოვს. კავკასია ხშირად განხილულია, როგორც რუსეთის ისტორიის შიდა სიუჟეტი ან უბრალო ჭიშკარი აზიაში. საქართველოში ხუთ-დღიანი ომი, რომელიც 2008 წელს მთავარ საერთაშორისო სკანდალად გადაიზარდა, ადასტურებს, რომ ეს კვლავ ფეთქებადი რეგიონია. ამ წიგნში, დე ვაალი გვაწვდის ამგვარ მდიდარ, ღრმა და უაღრესად საჭირო დაფასებას, რომელიც ააშკარავებს, რომ სამხრეთ კავკასია – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და მათი უამრავი პატარა რეგიონი, ანკლავები და მოწყვეტილი ერთეულები, თავად არის შთამბეჭდავი და გამორჩეული მსოფლიო. ისტორიული ფონის და პოსტ-1991 წლის ღრმა ანალიზის მოწოდებით, დე ვაალი ნათელს ხდის, თუ როგორ დაზარალდა რეგიონი დამოუკიდებლობისკენ მგზნებარე სწრაფვითა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილი სამი მთავარი კონფლიქტით (ყარაბაღი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი). წიგნი ამოწმებს რეგიონს, როგორც ენერგიის მსხვილ მწარმოებელსა და ექსპორტიორს და გვაწვდის საქართველოში ვარდების რევოლუციის, მიხეილ სააკაშვილის აღმასვლისა და აგვისტოს ომის ჩამთრევ აღწერას.  ის აგრეთვე წარმოგვიდგენს სამხრეთ კავკასიის, როგორც ერთიანი სიცოცხლისუნარიანი რეგიონის მარცხს. დამატებით, წიგნში  შეხვდებით უამრავ “ყუთს”, რომელიც ისეთი გვერდითი საკითხების მოკლე აღწერაა, როგორიცაა ქურთები, თურქულ-სომხური დაახლოება, რეგიონის, როგორც “საბჭოთა ფლორიდის” პოპულარიზაცია, ყველაზე ცნობილი ქართველი – სტალინი. კავკასია გვაძლევს ამ მღელვარე რეგიონის ცოცხლად დაწერილ და დროულ აღწერას, რომელიც აუცილებელი გახდება ყველა მსოფლიო პოლიტიკით დაინტერესებულებისთვის. ეს არის, ასევე, მასტიმულირებელი წასაკითხი სავარძლის მოგზაურებისთვის და ყველას ცნობისმოყვარესთვის მსოფლიოს შორეული კუთხეების შესახებ.

De Waal, T. (2010). The Caucasus: An Introduction. Oxford University Press.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (The Economist)

Filed in: წიგნები და რეცენზიები, ისტორია, პოლიტიკა, Tags: , , , , , , , , ,

You might like:

Kevin Tuite – Achilles and the Caucasus Kevin Tuite – Achilles and the Caucasus
(English) Paul Manning and Zaza Shatirishvili – The Exotocism and Eroticism of the City: The “Kinto” and his City (English) Paul Manning and Zaza Shatirishvili – The Exotocism and Eroticism of the City: The “Kinto” and his City
George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.