Stephen Rapp – The Sasanian World Through Georgian Eyes: Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature

გვიანი ანტიკურობის ქართული წერილობითი წყაროები ჩვეულებრივ მიიჩნევა ისტორიული ფასეულობის არმქონე გვიანდელ ნაწარმოებებად. ამის შედეგად, საქართველოს რესპუბლიკის გარეთ არსებული მეცნიერება უპირატესობას ანიჭებდა ბერძნულ-რომაულ და თვით სომხურ ნარატივებსაც. სინამდვილეში, რეგიონული წერილობითი კორპუსის და ირანულ სამყაროში კავკასიის სხვადასხვა ხალხის აქტიური მონაწილეობის ორმხრივი კონტექსტების კვლევისას, ადრეული ქართული ტექსტეტი გვევლინება გვიანდელი ანტიკური ჩვეულებებისა და შეხედულებების მდიდარ საცავად. ქართული ჰაგიოგრაფიული და ისტორიოგრაფიული ნაწარმოებები ხსნის უნიკალურ ფანჯარას სასანიდური სამყაროს ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ნაწილი, ირანულ ჰართლანდთან საოცარი მსგავსებების გაზიარების გარდა, იყო საკუთარი ტრაექტორიებით განვითარებული ძლიერი, კოსმოპოლიტური კულტურების კერა.

ამ წყაროებში, მწირადაა ზუსტი და სწორი ინფორმაცია სასანიდურ იმპერიასა და მანამდე არსებულ პართიასა და აქემენიდურ სპარსეთზე. თუმცა ნათლადაა წარმოდგენილი ირანულის და განსაკუთრებით ჰიბრიდული ირანულის გავლენით არსებული ფართო კავკასიური საზოგადოების სრული სტრუქტურა. ამასთან ერთად, ამ ტექსტების კრიტიკულად შესწავლა ავლენს, რომ ძველ ქართულ ენაში, ისევე როგორც კლასიკურ სომხურში, უხვად იყო პართიულიდან და საშუალო სპარსულიდან ნასესხები სიტყვები. კავკასიურ საზოგადოებაზე, ირანულის მსგავსად, დომინირებდა უმეტესად ირანული წარმოშობის გავლენიანი არისტოკრატიული დინასტიები. აგრეთვე ქართლის (იბერია) აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში სამეფოს ცნება, 320-330-იან წლებში სამეფო ოჯახის გაქრისტიანებამდე დიდი ხნის ადრეც, მჭიდროდ იყო დაკავშირებული არშაკიდულ და განსაკუთრებით სასანიდურ მოდელებზე.

ირანულ-კავკასიურ კავშირში ასევე არსებობს წერილობით მხარე, რომლის ასპექტებს პირველად ეს ნაშრომი აჩვენებს. ქართული ისტორიოგრაფიის უძველესი შემორჩენილი ნიმუშები საოცარ პარალელებს ავლენს დაკარგულ სასანიდურ “მეფეთა წიგნთან” (Xwaday-namag), ფირდოუსის შაჰნამეს ერთ-ერთ წინამორბედთან. როგორც რეგიონის დამაახლოებელი ხშირი კულტურათაშორისი ქსელის არსებული პროდუქტები, ადრეული ქართული ნარატივები აძლიერებს ჩვენს წარმოდგენას ირანული სამყაროს მრავალფეროვნებაზე და ანახებს ირანული და ირანიკული მოდელების გამძლეობას შუა საუკუნეების ეპოქამდე.

Rapp Jr, S. H. (2014). The Sasanian World Through Georgian Eyes: Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature. Ashgate Publishing, Ltd.

See on books.google.com; Stephen H. Rapp Jr., e-Sasanika; Review (Adam McCollum, sehepunkte)

Filed in: წიგნები და რეცენზიები, ისტორია Tags: , , , ,

You might like:

Robert P. Blake, Georgian Secular Literature: Epic, Romance, and Lyric (1100-1800) Robert P. Blake, Georgian Secular Literature: Epic, Romance, and Lyric (1100-1800)
Zurab Avalishvili – T’eimuraz and his poem: The Martyrdom of Queen K’et’evan Zurab Avalishvili – T’eimuraz and his poem: The Martyrdom of Queen K’et’evan
Antony Eastmond – Royal Imagery in Medieval Georgia Antony Eastmond – Royal Imagery in Medieval Georgia

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.