ავტორის არქივი: Irakli Gunia

Richard Bennet – Delivering on the Hope of the Rose Revolution: Public Sector Reform in Georgia, 2004-2009

2003 წლის ნოემბრის წარმატებული ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ წამოიწყეს ქვეყნის საბჭოთა სტილის ბიუროკრატიის კაპიტალური შეკეთება, რაც გახდა საზოგადოებრივი უკმაყოფილების სამიზნე. ბენდუქიძემ ლიბერტარიანელი, თავისუფალი ბაზრის თინქ თენქებიდან ნასესხები იდეებითა და ახალი საზოგადოებრივი მენეჯმენტის მოდელის გამოყენებით, შეკრიბა გუნდი, შეამცირა ზედმეტი ფუნქციები ხელისუფლების აღმასრულებელ სფეროში, შეკვეცა სამინისტროები და ფუნდამენტურად შეამცირა სამოქალაქო მომსახურების ზომა. ლიმიტირებულ ხელისუფლებზე ბენდუქიძის ხედვა შეავსო სააკაშვილის მიზანმა კორუფციის შემცირებაზე ქრთამის აღების შესაძლებლობების მინიმიზებით. მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძე გადამწყვეტი იყო მრავალი რეფორმის პოლიტიკის განვითარებაში, მისმა სამსახურმა რეფორმების განხორციელება ინდივიდუალურ სამინიტროებს დაუტოვა. ეს შემთხვევა მიუყვება ნაბიჯებს, რომელიც ქართულმა ხელისუფლებამ გაიარა საკუთარი ქმედებების რეორგანიზებისას და კონსოლიდირებისას, საზოგადოებრივი მხარდაჭერის ხარჯზე სწრაფი და თამამი ცვლილებების მიღებით.

Bennet, R. (2011). “Delivering on the Hope of the Rose Revolution: Public Sector Reform in Georgia, 2004-2009”. Princeton: Princeton University, Innovations for Successful Societies. 

Download

David Rinnert – The Politics of Civil Service and Administrative Reforms in Development—Explaining Within‐Country Variation of Reform Outcomes in Georgia after the Rose Revolution

ეს სტატია ამოწმებს საქართველოში პოლიტიკის, როგორც განმსაზღვრელის როლს სამოქალაქო მომსახურებისა და ადმინისტრაციული რეფორმების შედეგებში. სამოქალაქო მომსახურების და ადმინისტრაციული რეფორმებზე არსებული კვლევების უმეტესობას ახლავს მეთოდოლოგიური გამოწვევები, რომელიც ართულებს პოლიტიკის გავლენის გაგებას უფრო დეტალურად. ლიტერატურის მიმოხილვის მონაცემებზე დაყრდნობით, სტატია იძლევა შიდა-ქვეყნის შედარებების მოდელს, რომელიც რამდენიმე ცვლადების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა , როგორიცაა კონტექსტი და პოლიტიკის დიზაინი.

Rinnert, D. (2015). The Politics of Civil Service and Administrative Reforms in Development—Explaining Within‐Country Variation of Reform Outcomes in Georgia after the Rose Revolution. Public Administration and Development35(1), 19-33.

ჩამოტვირთვა

Kevin Tuite – Achilles and the Caucasus

ამ ნაშრომში ავტორი განიხილავს დასავლეთ კავკასიის ხალხებში გავრცელებულ სიმბოლურ საგანს. განსაკუთრებით აფხაზებსა და ქართველებში და ორ ინდო-ევროპულ ენობრივ თემში: ოსებში, რომელბიც ცენტრალურ კავკასიაში ორ ათას წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ და ბერძნებში.

Tuite, K. 1998. Achilles and the Caucasus. Journal of Indo-European Studies. vol. 26, #3-4, 89– 343.

ჩამოტვირთვა

Zaza Shatirishvili and Paul Manning – Why are the Dolls Laughing? Tbilisi Culture between “High Art” and Socialist Labor.

შუა 1990-იან წლებში თბილისში ორი განსაკუთრებული სამხატვრო გამოფენა მოეწყო. ერთს ერქვა “ჩემი თოჯინები”, ხოლო მეორის სახელწოდების გახსენება ვერავინ შეძლო. რაც არის განსაკუთრებული ამ გამოფენებში, არის ის, რომ ისინი ქართველი ხელოვანების და ინტელექტუალების მიერ შექმნილი თოჯინების გამოფენებია. თოჯინებს ეს გამოფენები რამდენიმე კუთხით ასახავს პოსტსოციალიზმის დროს ქართული ქალაქური ცხოვრების მზარდ ანტიმონიებს.რა შეიძლება იყოს არადისონანსური, ვიდრე შუა 1990-იანების თბილისის ყოველდღიური ცხოვრების ულმობელი რეალობა, ომის პერიოდი, ქაოსი, სიღარიბე, სიბნელე და თოჯინის ბედნიერი საბავშვო ფიგურა?

Shatirishvili, Z., and Manning, P. (2011). “Why are the Dolls Laughing? Tbilisi between Intelligentsia Culture and Socialist Labour”. Caucasus Paradigms: Anthropologies, Histories, and the Making of a World Area,edited by Bruce Grant & Lale Yalçın-Heckmann. Halle Studies in the Anthropology of Eurasia 13. Berlin: LIT Verlag

See on Academia.edu

Paul Manning – Love, Khevsur Style: The Romance of the Mountains and Mountaineer Romance in Georgian Ethnography

ეს თავი ეხება საქართველოს მთიანეთის რომანტიულობას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის ეთნოგრაფიის ქართული ტრადიციის ცენტრალური კავკასიური პარადიგმა. ქართული ეთნოგრაფიის ცენტრალური ფოკუსი არის ხევსურეთი, ადგილი, სადაც გამორჩეული ქართველები აგრეთვე არიან გამორჩეული კავკასიელი მთიელები. მეორე, თავი ეხება კიდევ ერთ კავკასიურ პარადიგმას, კერძოდ, გამოგონილ და ნამდვილ ურთიერთობას ადგილობრივ ინტელიგენციასა და “ხალხს” შორის, როგორც ასახულია “ხევსურთა რომანტიკაში”. უკანასკნელად, იმის წარმოდგენას, თუ როგორც განსხვავდება ქართული (და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპული) ეთნოგრაფია ამერიკული და ბრიტანული ანთროპოლოგიისგან. ეს აისახება ეპისტემიკურ ვარაუდებზე არა ძირითად ალტერულობაზე, არამედ ძირითად იდენტობაზე.

Manning, P. (2007). Love Khevsur Style: The Romance of the Mountains and Mountaineer Romance in Georgian Ethnography. Caucasus Paradigms: Anthropologies, Histories, and the Making of a World Area, edited by Bruce Grant & Lale Yalçın-Heckmann, pp. 23–46. Halle Studies in the Anthropology of Eurasia 13. Berlin: LIT Verlag

ნახეთ dangerserviceagency.org-ზე