ტეგების არქივი: თომას გოლცი

Svante E. Cornell & S. Frederick Starr (eds.) – The Guns of August 2008: Russia’s War in Georgia

2008 წლის ზაფხულში საქართველოს გამოყოფილ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაიწყო კონფლიქტი, რომელიც მალე ევროპული უსაფრთხოების ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან კრიზისში გადაიზარდა. რუსულ-ქართული ომის შედეგების განსხვავებული გაგება დამოკიდებულია ფართო კონტექსტზე არსებულ პერსპექტივასა და ნარატივზე, თუ რა გახდა ცნობილი. ეს წიგნი შედგენილია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე ფაქტების წარმოსადგენად, რომელსაც თან ახლავს ამ მოვლენების უკანა ფონის ყოვლისმომცველი ასახვა. ის ერთად კრებს სამხრეთ კავკასიაზე და რუსულ საგარეო პოლიტიკაზე ანალიტიკის სიმდიდრეს, კონტრიბუციებით რუსი, ქართველი, ევროპელი და ამერიკელი რეგიონის ექსპერტებისგან.

Cornell, S. E., & Starr, S. F. (Eds.). (2009). The Guns of August 2008. ME Sharpe.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Till Bruckner, Caucasus Review of International Affairs)

Thomas Goltz – Georgia Diary: A Chronicle of War and Political Chaos in the Post-Soviet Caucasus

აღიარებული “აზერბაიჯანის დღიურისა” “ჩეჩნეთის დღიურის” ავტორი ამჯერად მოგვითხრობს მის გამოცდილებაზე კონფლიქტებში ჩაფლულ საქართველოს რესპუბლიკაზე. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მცირე ხანში, საქართველოს რესპუბლიკა ჩაერთო ძალაუფლების ბრძოლებში, გაზრდილ დანაშაულსა და კორუფშიაში, სეცესიონისტურ ომებში და მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გავრცობაში. ჟურნალისტი გოლცი მიუყვება ამ განვითარებებს იმავე ცოცხალი, პერსონალური თხრობით, რომელმაც წინა წიგნები ასე ჩამთრევი გახადა. ეს სწრაფად მიმდინარე, პირველი პირის მიერ აღწერა სავსეა საინტერესო წვრილმანებით ყოფილი საბჭოთა კავშირის მცირედ ცნობილ რეგიონის მიმდინარე ბრძოლებზე. მაღალ და დაბალ თანამდებობებზე მყოფი ინდივიდუალების დასამახსოვრებელი პორტრეტებით, ის ავითარებს ამბავს 1992 წლიდან “ვარდების რევოლუციამდე”, ედუარდ შევარდნაძის გადადგომისა და აშშ-ში განათლებული მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ჩათვლით.

Goltz, T. (2014). Georgia Diary: A Chronicle of War and Political Chaos in the Post-Soviet Caucasus. Routledge, Expanded Edition.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Robyn Angley, Perspective)