ტეგების არქივი: თემურ იაკობაშვილი

Paul Manning – Folklore and Terror in Georgia’s ‘Notorious’ Pankisi Gorge: The Ethnography of State Violence at the Margins of the Nation

ტერორიზმთან ომისას ადგილმდებარეობების “ბრენდინგის” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გვერდითი ეფექტი იყო ფანტასტიკული ადგილების გარკვეული სახეობების წარმოშობა. იმ დონეზე, რომ გარკვეული შეუმჩნეველი ადგილები შერაცხულ იქნა, როგორც “ტერორის ბაზები”. ეს თავი აღწერს ასეთი ადგილის საინტერესო ორმაგ აღქმას ორ “ფოლკლურულ” დისკურსში. ქართული ფოკლორის დისკურსში, პანკისი საუკეთესო შემთხვევაში არის პერიფერიული, ხოლო ტერორის ფოლკლორში, პანკისი თანდათანობით იქცა ცენტრალურად. საბოლოოდ, ავტორი აჩვენებს თუ როგორ იქვა “ერისთვის” პანკისის პერიფერულობა და “ტერორისთვის” ცენტრალურობა, ქართულ სახელმწიფოსთვის ლეგიტიმური ძალადობის საფუძვლად.

Manning, P. (2008). Folklore and Terror in Georgia’s ‘Notorious’ Pankisi Gorge: The ethnography of state violence at the margins of the nation. In Cultural Archetypes and Political changes in the Caucasus, eds. Nino Tsitsishvili and Sergey Arutiunov. Nova Science Publishers Inc.

ჩამოტვირთვა

Georgi M. Derluguian – Bourdieu’s Secret Admirer in the Caucasus: A World-System Biography

ბურდიეს ფარული თაყვანისმცემელი კავკასიაში არის საბჭოთა სოციალიზმის მარცხისას მოქმედი დინამიკის საინტერესო აღწერა. სტრუქტურული ძალების კრიტიკულ განხილვაში ადამიანური წარმომადგენლობის ნარატივის შეზავებით, დერლუგიანი აღადგენს კავკასიის პატარა ქალაქიდან მყოფი, შემდგომში ჩეჩნური რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის, მუსა შანიბის პირველადი ნაამბობიდან მის ცხოვრების ისტორიას. მის მიერ შანიბისა და პიერ ბურდიეს სოციოლოგიაში ძლიერი ინტერესის განხილვისას, დერლუგიანი არჩევს თუ როგორ და რატომ გახდა ნაციონალისტი ლიდერი ეს დისიდენტი ინტელექტუალი.

გლობალიზაციის, დემოკრატიზაციის, ეთნიკური იდენტობისა და საერთაშორისო ტერორიზმის შესწავლისას, დერლუგიანი კონტექსტუალიზებას უკეთებს შანიბის პირად ტრაექტორიას დესტალინიზაციიდან 1990-იანი წლების ნაციონალისტური ამბოხებების გავლით, ისლამური ომიანობის თანამედროვე აღმასვლაში. ის ჩინებულად ადგენს თუ როგორ მოქმედებენ გარეგანი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ამას გარდა, თუ როგორ არიან ეს ძალები თავის მხრივ განპირობებული ამ საზოგადოების წარმომშობი ინდივიდუალებით, ინსტიტუტებით, ეროვნებებითა და სოციალური ქსელებით. ჩარლზ ტილის, იმანუელ ვალერსტაინისა და ცხადია, ბურდიეს ნაშრომებზე დაყრდნობით, დერლუგიანის მიერ რუსეთის ეთნიკური ომებისა და ტერორისტული აქტების ახსნა წარმატებით ახერხებს ისტორიის განსაზღვრაში ადამიანური წარმომადგენლობის როლის წარმოჩენას.

Derluguian, G. M. (2005). Bourdieu’s Secret Admirer in the Caucasus: A World-System Biography. University of Chicago Press.

ჩამოტვირთვა

Jaba Devdariani & Blanka Hancilova – Georgia’s Pankisi Gorge: Russian, US, and European Connections

ამ ნაშრომის პირველი ნაწილი პანკისის ხეობაში შექმნილი სიტუაციის ანალიზს გვთავაზობს, კერძოდ მიმოიხილავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სისუსტეებს, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის დეტალებს და რუსეთის ნაბიჯებს ამერიკის გაზრდილი ჩართულობის საპასუხოდ. შემდეგ ნაწილში ავტორები ფოკუსს ევროკავშირის როლზე აკეთებენ, კერძოდ თუ რა პოლიტიკა გააჩნია ორგანიზაციას საქართველოში ანტიტერორისტული პროგრამის მიმართ ცალკე და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ერთად. ნაშრომის დასკვნითი ნაწილი მოიცავს რეკომენდაციებს ევროკავშირის სამომავლო როლისათვის საქართველოში და კონკრეტულად, პანკისის ხეობის პრობლემის გადაწყვეტაში.

Devdariani, J., & Hancilova, B. (2002). Georgia’s Pankisi Gorge: Russian, US, and European Connections. Center for European Policy Studies (CEPS) Policy Brief No, 23, 1-14.

ჩამოტვირთვა