ტეგების არქივი: პარტიული პოლიტიკა

IDEA – დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში

2001 წლის შემოდგომაზე IDEA-მ საქართველოში წამოიწყო დიალოგის გზით დემოკრატიის შეფასების პროგრამა. ამ პროგრამით IDEA-ს სურდა, ხელი შეეწყო საქართველოში, ხოლო უფრო ფართო აზრით – სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი დემოკრატიის განვითარებისთვის და ეს გაეკეთებინა საქართველოსა და რეგიონის პარტნიორებთან თანამშრომლობით.

International Institute for Democracy and Electoral Assistance (2003). დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში: დემოკრატიზატია საქართველოში.

ჩამოტვირთვა

Max Bader – Against All Odds: Aiding Political Parties in Georgia and Ukraine

როგორც დემოკრატიის გავრცელების ფართო მცდელობის ნაწილი, საქართველოსა და უკრაინაში პოლიტიკური პარტიები, როგორც სხვა უმეტეს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, პოსტ-კომუნისტურ პერიოდში იღებენ დახმარებას მრავალი არა-სამთავრობო თუმცა სახელმწიფოსგან დაფინანსებული დასავლური ორგანიზაციებისგან. მიუხედავად ამისა, ეს დახმარება წარუმატებელი აღმოჩნდა ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არსებითად უფრო სტაბილური, დემოკრატიული და წარმომადგენლობითი პარტიების შესაქმნელად. პასუხის ძიებაში, თუ რატომ არ იყო დახმარება უფრო მეტად ეფექტური, ეს თეზისი აღწერს როგორც დახმარების ხასიათს, ასევე საქართველოსა და უკრაინაში პარტიული პოლიტიკის თავისებურებებს. თეზისი ამტკიცებს, რომ პარტიული განვითარების საშინაო შეზღუდვების შედეგად, პოლიტიკური პარტიები საქართველოსა და უკრაინაში, პარტიული დახმარების რეციპიენტებად უმთავრესად არაშესაფერისები იყვნენ და ამგვარად, პარტიულ დახმარებას ნაკლებად შეეძლო გავლენის მოხდენა.

Bader, M. (2010). Against all odds: aiding political parties in Georgia and Ukraine. Amsterdam University Press.

ჩამოტვირთვა

Ghia Nodia & Alvaro Pinto Scholtbach – The Political Landscape of Georgia

დაახლოებით ორი ათწლეულია, საქართველო დემოკრატიული პოლიტიკური პარტიული სისტემის განვითარებას ცდილობს. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწეოდა წარმატებები და პასუხი გაეცემოდა ახალ-ახალ გამოწვევებს. მაგრამ როგორია სამომავლო პერსპექტივები? როგორია პოლიტიკური პარტიების არსებული სისტემა და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება მდგრადი დემოკრატიის მისაღწევად?

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/დიაუო) ინიციატივით ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა და  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის კვლევითმა ჯგუფმა ჩაატარა ინტერაქციული კვლევა, რომელშიც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უპასუხეს კითხვებს და მონაწილეობა მიიღეს წიგნში წარმოდგენილი სურათის შემუშავებაში. კვლევაში მოცემულია მრავალმხრივი ანალიზი არსებული სიტუაციისა და მისი ისტორიული ფონი. ასევე, მომავალი განვითარებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციები. წიგნი ქართული პოლიტიკის ანგარიშგასაწევ ხედვას გვთავაზობს.

Nodia, G., & Scholtbach A. P. (2006). The Political Landscape of Georgia. Political Parties: Achievements, Challenges and Prospects. Delft, Eburon Publishers.

ჩამოტვირთვა