ტეგების არქივი: აფხაზეთი

David Darchiashvili – Georgia – The Search for State Security

ნაშრომი მიმოიხილავს პოსტ-საბჭოთა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებსა და თავისებურებებს, იკვლევს ეროვნულ საფრთხეებსა და ქვეყნის ურთიერთობებს რუსეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ნაშრომი აგრეთვე განიხილავს თუ რა გავლენას ახდენს სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობები საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ავტორი აანალიზებს თუ რა უშლის ხელს საქართველოს, განავითაროს თანმიმდევრული და პრაგმატული სამხედრო პოლიტიკა.

Darchiashvili, D. (1997). Georgia, the Search for State Security. Center for International Security and Arms Control, Stanford University.

ჩამოტვირთვა

Johan Galtung – Some Observations on the Caucasus

იოჰან გალტუნგის მიერ 1997 წელს თბილისში წაკითხული ლექციის ამ ტექსტში ავტორი განიხილავს კონფლიქტისა და თანამშრომლობის საკითხებს კავკასიაში. პირველ ნაწილში, ავტორი საუბრობს კავკასიის კონფლიქტების სტრუქტურულ მიზეზებზე და ადარებს მათ ბალკანეთის ომებს. შემდეგ, გალტუნგი გამოყოფს კავკასიაში გავრცელებულ სამ კულტურულ მახასიათებელს, რომლებიც კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პროცესისთვის დაბრკოლებას წარმოდგენს. დასკვნით ნაწილში, ავტორი ხაზს უსვამს კავკასიის ქვეყნებსა და ერებს შორის ღრმა ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

Galtung, J. (1997). Some Observations on the Caucasus. Caucasian Regional Studies, 2(1).

ჩამოტვირთვა

Neal Ascherson – After the Revolution

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის ნილ ასჩერსონის მიერ პოსტ-ვარდების რევოლუციური საქართველოს მსხვილი აღწერა განსხვავებული კუთხეებიდან, შეიცავს კომენტარებს განსხვავებული ინდივიდუალების მიერ (მიხეილ სააკაშვილი, სერგეი შამბა, გია ნოდია, დათო ტურაშვილი, დავით ლორთქიფანიძე).

Ascherson, N. (2004). After the Revolution. London Review of Books26(5).

ჩამოტვირთვა

Charles King – The Five-Day War

ერთი შეხედვით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი სათავგადასავლო წიგნის ფანტასტიკას ჰგავდა: გამოღვიძებული იმპერია ყოფილ ქვეშევრდომს ეომება სტრატეგიულად უმნიშვნელო მთიანი სამთავროს გამო. სინამდვილეში, ეს იყო კონფლიქტის მოგვარების დამკვიდრებული პრინციპების გვერდის ავლისა და გაეროს წევრი ქვეყნის საზღვრების ერთპიროვნული შეცვლის მცდელობა. მომავალი ისტორიკოსებისთვის, სამხრეთ ოსეთის კრიზისი იმ მომენტის დასაწყისის აღმნიშვნელი გახდება, როდესაც რუსეთმა უარყო არსებული საერთაშორისო ინსტიტუტები და შეუდგა საკუთარი ინსტიტუტების შექმნას.

King, C. (2008). The Five-Day War: Managing Moscow after the Georgia Crisis. Foreign Affairs, 87, 2.

ჩამოტვირთვა

Darrell Slider – The Politics of Georgia’s Independence

ამომწურავი ანალიზი უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა, რომლებიც წინუსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და პრობლემატური საკითხების, რომლებსაც ადრეული რესპუბლიკა ხვდებოდა.

Slider, D. (1991). The politics of Georgia’s independence. Problems of Communism40(6), 63-79.

ჩამოტვირთვა