გუნდი

Irakli Gunia
ირაკლი გუნია  ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2011, 2013). მან აგრეთვე ისწავლა ტარტუს და ტალინის უნივერსიტეტებში.  მისი პროფესიული ინტერესის სფეროს წარმოადგენს პოლიტიკური ფილოსოფია, იდეების გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაში,  რუსეთის საგარეო პოლიტიკა, ქართული პოლიტიკა და კულტურა. ირაკლის ეკუთვნის პროექტ „Georgica”-ს განხორციელების იდეა.

გელა მერაბიშვილი ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009, 2013) და მაგისტრის ხარისხს ევროპის პოლიტიკის მიმართულებით (მაასტრიხტის უნივერსიტეტი, 2011). მისი პროფესიული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს საქართვლოს საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკა, კულტურა და ისტორია.

David Sichinavaდავით სიჭინავა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების მეოთხე კურსის დოქტორანტია. მან აქვე მიიღო საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის ხარისხი. დავითის კვლევითი ინტერესები მოიცავს საარჩევნო ქცევის გეოგრაფიულ ასპექტებს, ქალაქის გეოგრაფიას და იძულებითი გადაადგილების პრობლემატიკას საქართველოში. იგი ასევე ასწავლიდა სოციალური კვლევის მეთოდებს საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA) და პარალელურად მუშაობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრ-საქართველოში მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსად.
© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.