ჰეიდი ტალიავინი – საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” ანგარიში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა “საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” ანგარიშის (ე.წ “ტალიავინის ანგარიშის”) ქართულ ენაზე თარგმნილი რედაქცია გამოაქვეყნა.

ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ფაქტების დამდგენმა საერთაშორისო მისიამ, შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის, ხელმძღვანელობით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების შესწავლა და სამართლებრივი შეფასება განახორციელა. ანგარიშის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე 2009 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა .

სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაკვეთით განხორციელდა ანგარიშის II და III ტომის თარგმნა 2013 წელს, ხოლო ანგარიშის I ტომი ითარგმნა 2009 წელს “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” დაკვეთით.

ანგარიშის I ტომი აჯამებს რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების შესწავლის შედეგებს, II ტომი ასახავს კონფლიქტის ისტორიის დეტალურ მიმოხილვას და სამართლებრივ შეფასებებს, ხოლო III ტომი მოიცავს კონფლიქტის შესახებ მხარეთა შეხედულებებსა და წარმოდგენილ მასალებს.

ტალიავინი, ჰ. (2009). საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” ანგარიში. ევროკავშირი, ბრიუსელი.

ჩამოტვირთვა I ტომი; II ტომიIII ტომი.

Filed in: პირველადი წყაროები, უსაფრთხოება Tags: , , , , ,

You might like:

Richard Bennet – Delivering on the Hope of the Rose Revolution: Public Sector Reform in Georgia, 2004-2009 Richard Bennet – Delivering on the Hope of the Rose Revolution: Public Sector Reform in Georgia, 2004-2009
David Rinnert – The Politics of Civil Service and Administrative Reforms in Development—Explaining Within‐Country Variation of Reform Outcomes in Georgia after the Rose Revolution David Rinnert – The Politics of Civil Service and Administrative Reforms in Development—Explaining Within‐Country Variation of Reform Outcomes in Georgia after the Rose Revolution
George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.