სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები

2013 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. ამავე წლის 5-6 ივნისს ფონდის საიუბილეო თარიღი კონფერენციით „სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 10 წელი რეგიონში“ აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსებმა, პოლიტიკის ანალიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან. კონფერენცია მიზნად ისახავდა იმ კომპლექსური პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული განვითარების ანალიზს, რომელიც საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიარეს. ფონდის 10 წლის იუბილედან ზუსტად ერთი წლის თავზე, ქალბატონ სალომე ასათიანის რედაქტორობით, კონფერენციის მასალების საფუძველზე გამოიცა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) კრებული „სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები“.

წიგნი ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი, ქვესათაურით „დასავლეთი და რეგიონი: შიდა და გარე პერსპექტივები” სიღრმისეულად, ზედაპირული კლიშეების მიღმა წარმოაჩენს რთულ ურთიერთმიმართებას ერთი მხრივ ევროკავშირსა და აშშ-ს, მეორე მხრივ კი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. დასავლეთის და რეგიონის ურთიერთ გავლენის მიმოხილვის შემდეგ, კრებული ცალ-ცალკე თავებს უთმობს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებას – როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე პოსტ-საბჭოთა მოდერნიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის და ურბანული განვითარების კუთხით.

„სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები“  სამხრეთ კავკასიისა და ფართო ევროპის მასშტაბით გავრცელდება. აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის დედაქალაქებში მოეწყობა პრეზენტაციები დისკუსიების თანხლებით.

ნახეთ ge.boell.org-ზე

Filed in: წიგნები და რეცენზიები, პოლიტიკა Tags: , , , , , , , ,

You might like:

George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus
ახალი პუბლიკაციები: დეკემბერი 2015 ახალი პუბლიკაციები: დეკემბერი 2015
Svante Cornell – The South Caucasus: A Regional Overview and Conflict Assessment Svante Cornell – The South Caucasus: A Regional Overview and Conflict Assessment

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.