Stephen F. Jones (ed.) – War and Revolution in the Caucasus: Georgia Ablaze

სამხრეთ კავკასია ტრადიციულად იყო მოდავე იმპერიათა სათამაშო მოედანი. ევროპის კიდეზე მდებარე ეს რეგიონი დასავლურ გონებებში დაკავშირებულია ეთნიკურ კონფლიქტებთან და 2008 წლის აგვისტოს გეოპოლიტიკურ ბრძოლებთან. კიდევ ერთი ომი წარმოიშვა ამ შორეულ ევროპულ პერიფერიაზე, როდესაც რუსეთი და საქართველო ერთმანეთს შეეჯახნენ სამხრეთ ოსეთის სეცენიონისტურ ტერიტორიაზე. ომს ჰქონდა გლობალური გამოძახილი, რომელმაც კულმინაციას მიაღწია ერთი მხრივ რუსეთს, მეორე მხრივ ევროპასა და აშშ-ის შორის დაძაბულობების გაღრმავებაში. ომის მიზეზებსა და შედეგებზე სპეკულაცია ფოკუსირდებოდა დიდი ძალების მეტოქეობაზე და ახალ დიდ თამაშზე, ნავთობის მილსადენის მარშრუტებზე და რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებზე.

ეს წიგნი იღებს განსხვავებულ მიდგომას, რომელიც ფოკუსირდება 2008 წლის აგვისტოს ომის საშინაო საფუძვლებზე. ამ კრებულში ავტორები კოლექტიურად წარმოადგენენ ომის ახალ მრავალგანზომილებიან კონტექსტს. ისინი აანალიზებენ რეგიონში ნაციონალურ უმცირესობებს შორის ისტორიულ ურთიერთობებს, აღწერენ კავშირს დემოკრატიულ განვითარებას, სახელმწიფოს-მშენებლობას, ომს შორის, და იკვლევენ  ლიდერობისა და საჯარო აზრის როლს. ხშირად გამარტივებული გეოპოლიტიკური ახსნების მიღმა მუშაობისას, ავტორები აძლევენ ეროვნულ უმცირესობებს და თავად ქართველებს ხმას, რომელიც უმეტესად დავიწყებულია დასავლელი ანალიტიკოსების მიერ.

ეს წიგნი დაფუძნებულია Central Asian Survey-ის საგანგებო გამოცემაზე.

Jones, S. F. (Ed.) (2011). War and Revolution in the Caucasus: Georgia Ablaze. London: Routledge

ხელმისაწვდომია Amazon.com-ზე

Filed in: წიგნები და რეცენზიები, უსაფრთხოება Tags: , , , , , , , , , , ,

You might like:

George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus George Khelashvili & S. Neil Macfarlane – The Evolution of US Policy towards the Southern Caucasus
ახალი პუბლიკაციები: დეკემბერი 2015 ახალი პუბლიკაციები: დეკემბერი 2015
Kakha Gogolashvili (Ed.) – Russia and Georgia: Searching the Way Out Kakha Gogolashvili (Ed.) – Russia and Georgia: Searching the Way Out

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.