Wendell Steavenson – Stories I Stole

ლონდონში ჟურნალ Time-თვის მუშაობის შემდეგ, ვენდელ სტივენსონმა ორი წელი გაატარა საქართველოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. ამბები, რომლებიც მოვიპარე აღწერს ადგილობრივი დესპოტებით, მთის ტომებით, ვენდეტებითა და ულევი რაოდენობით წითელი ღვინით მდიდარ ახალგაზრდა ქვეყანაზე. აქ არის პრეზიდენტ შევარდნაძის ჩაწყობილი არჩევნების, მაღალმთიანეთში ცხენების დოღის, საბჭოთა ხანის უცნაური გზისპირა არტიფაქტების, შუა ზამთარში ელექტროენერგიის უცნაური გათიშვების საქართველო – უცნაური, აღმაფრთოვანებელი და კვლავ თავისი ყველაზე ცნობილი შვილის, იოსებ სტალინის მემკვიდრეობის გავლენის ქვეშ მყოფი. მოგზაურობის წიგნზე მეტი, ეს არის შესანიშნავი კრებული ნამდვილი ისტორიების თავისი კაშკაშა და ზოგჯერ შეშლილი პერსონაჟებით. სოხუმის საზღვაო კურორტზე, დღეს სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებულ ერთ დროს ყველა მოდური რუსის დანიშნულების ადგილზე, ვენდელი საიდუმლო პოლიციელს ჰენგმენს ეთამაშება. დედაქალაქ თბილისში, მყუდროდ მოწყობილი ლევანის მაგიურ ოთახში  ან ორთქლის აბანოებში, იგი  უახლეს დუელზე ან მოტაცებაზე იგებს. ხევსურეთში მდელობები სავსეა ლურჯად-შეღებილი სკებით და ყვითელი ყვავილებით, როდესაც საზღვრის გადაღმა ჩეჩნეთში ომია. ამბები, რომლებიც მოვიპარე არის გულწრფელი, ჩამთრევი და ლირიკული წიგნი ამ მიწაზე და მის ხალხზე.

Steavenson, W. (2002). Stories I Stole from Georgia. Grove Press.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Neal Ascherson, The Observer) (Trevor Fishlock, The Telegraph)

Filed in: წიგნები და რეცენზიები, პოლიტიკა Tags: , , , , ,

You might like:

Paul Manning – Folklore and Terror in Georgia’s ‘Notorious’ Pankisi Gorge: The Ethnography of State Violence at the Margins of the Nation Paul Manning – Folklore and Terror in Georgia’s ‘Notorious’ Pankisi Gorge: The Ethnography of State Violence at the Margins of the Nation
ახალი პუბლიკაციები: დეკემბერი 2015 ახალი პუბლიკაციები: დეკემბერი 2015
Kakha Gogolashvili (Ed.) – Russia and Georgia: Searching the Way Out Kakha Gogolashvili (Ed.) – Russia and Georgia: Searching the Way Out

Leave a Reply

Submit Comment

© 2017 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.