ტეგების არქივი: ატომიზებული ინდივიდუალები

დაკარგული მოქალაქეობა

ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში უსამართლოდ მოქცეული, ძველი ქართველი სოციალ-დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ მრავალმხრივად (სოციალურად თუ კუთხობრივად) დაყოფილი ქვეყნის კონსოლიდაცია სოციალიზმის დახმარებით იყო შესაძლებელი 다운로드. მათი კეთილშობილური ოცნება საბჭოთა კავშირმა განახორციელა, ოღონდ სრულიად საპირისპირო შედეგებით 다운로드.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა სოციალისტურ ქვეყნებში, უნგრელი მოაზროვნის გაშპარ მიკლოშ ტამაშის თქმით, „მოდერნიზაციის ბინძური საქმე“, სახელმწიფო სოციალიზმმა შეასრულა 다운로드. ამ მძიმე პერიოდს პარადოქსულად უკავშირდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სოციალური მობილობა, გადასვლა სოციალური კიბის ერთი საფეხურიდან მეორეში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ანალოგიურმა პროცესმა აშშ-ში ამერიკული ოცნების მომხიბვლელი მითი შექმნა, რწმენა იმისა, რომ „შესაძლებლობების მიწაზე“ მძიმე შრომა ზედა ფენაში აღმასვლით დასრულდება 다운로드.

ჩვენთან, ყაირათიანობაზე დაფუძნებული „მწარმოებლის ეთიკა“ გამორჩათ და გარედან თავსმოხვეული მნიშვნელოვანი პროცესი თითქოს მოცემულობად აღიქვეს 토이 7집 다운로드. ნანინანატრი მოქალაქეობის შეგრძნება უიმედოდ ჩაიკარგა დემონსტრაციულ მოხმარებაში (conspicuous consumption), პასუხისმგებლობის განცდა კი პანაშვიდზე მომსვლელი ხალხით შემოიფარგლა 자귀모 다운로드. საგულისხმოა, რომ ქართული მომხმარებლურობის ხატება, სუფრა, ამავე დროს ეთნიკური ნაციონალიზმის სიმბოლოა 하이큐 콘셉트의 싸움 다운로드. იზოლირებულმა ადამიანებმა მარკესის გმირებივით თითქოს წარსულის აჩრდილები გამოიგონეს მარტოობის შესავსებად 다운로드. სახელმწიფო ადამიანებს არ გულისხმობდა, ის მხოლოდ „ოდესმე დიდი ყოფილა“ რუკებზე არსებობდა 다운로드. ყარაბაღისგან განსხვავებით, აქაური ატომიზებული ინდივიდუალების კონსოლიდირება ვერცერთმა კონფლიქტმა მოახერხა, აფხაზეთიდან კი მოგონებად კვინტესენციურად მომხმარებლური „ბიჭვინთის სანაპიროები“ დარჩა 블랙베리 링크.

ქართული „კარტოგრაფიული სასოწარკვეთილება“ შესაშურად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. „დაკარგული ტერიტორიების“ ნარატივი, გეოპოლიტიკური თამაშები რუსეთთან და ევროპასთან, იშვიათი თემებია, რაც ადამიანებს აერთიანებს და ამავდროულად, რეალურ, ყოველდღიურ პრობლემებს მოხერხებულად ფარავს.

დღეისათვის, მამების თაობის ტრადიციული საქართველოს უარყოფა ახალი იდენტობის საფუძველია. ლიბერალურად განწყობილი შვილებისთვის „პრო-დასავლურობა“ სოლიდარობაში არ გამოხატულა, თავისუფლება ნეგატიურ ხასიათს და მამებისგან თავდაცვას ვერ გასცდა. საზოგადოება „ბნელია“, ამიტომ არავითარი ვალდებულების გრძნობა მისდამი არ არსებობს, „ლიბერალობა“ კი „სიბნელისგან“ დისტანცირების კომფორტული შეგრძნებაა. დიდ ცინიზმად მოჩანს ის ფაქტი, რომ კონსიუმერული ცხოვრების (მამების!) სტილით განებივრებულ ადამიანებს ნაკლებად გამართლებული სხვა თანამოქალაქეები შეიძლება მხოლოდ შუა მაისის დღეებში გაახსენდეთ. სახელმწიფო თითქოს დროებით ნავსაყუდელად იქცა, ბინძურ ჰოსტელად, საიდანაც იღბლიანები უკანმოუხედავად გარბიან.

ერთი სიტყვით, ჭეშმარიტად ქართულ სოლიფსიზმს ბოლო არ უჩანს. ამის სიმბოლური გამოხატულება „თემთა ტრაგედიაა“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, სადაც ტროტუარებზე სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება ადამიანებისთვის.

ირაკლი გუნია