კატეგორიის არქივი: ბლოგი

ძველით ახალი ქართული ელიტები

ისტორია რომ არ მეორდება, თუმცა ზოგჯერ ირითმება, მარკ ტვენისგან ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაწერენ.  ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  დღემდე, ელიტებმა ქვეყნის ორი ნათელი იდეა წარმოადგინეს, თავიდან რომანტიკულ-ისტორიული შეფერილობის, წინა ათწლეულში – მისი სრული საპირისპირო, ლიბერალური ყაიდისა 다운로드. 2012 წლის არჩევნებზე კი მოხდა ის, რაც სხვა ამერიკელმა სატირიკოსმა ჰ. ლ. მენკენმა 1920 წლის აშშ-ის მაგალითზე აღწერა, როგორც „ინტელექტუალური თაღლითობის მარცხით დაღლილი ამომრჩევლის პატიოსანი იმბეცილობისკენ შებრუნება.“ ახალ ხელისუფლებას ხეირიანი მოდელი არ წარმოუდგენია, მისი პრიორიტეტები ჯერაც ძირითადად ბურუსითაა მოცული 다운로드. მემკვიდრეობად დანატოვარი ევროპული ორიენტირი გაგრძელდა, თუმცა კვლავინდებურად ფასეულობების ახსნაზე თავის შეუწუხებლად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უახლოეს წარსულში ჩვენი ისტორია გაირითმა 다운로드. შევეცდები, განვმარტო.

თავდაპირველად, ისტორია მაშინ გაირითმა, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ისევე როგორც პირველ ჯერზე, „ხონჩით მოერთვა“ (ნოე ჟორდანიას სიტყვების გამოყენებით). ერიკ ჰობსბაუმის საუცხოო მეტაფორას თუ ვიხმართ, ადგილობრივი ყაყაჩოს მომყვანების (ისტორიკოსების და საზოგადო მოღვაწეების) გამოისობით ახალ ქვეყანას მზამზარეული იდენტობა ხვდა წილად 시인의 사랑 다운로드. საბჭოთა პერიოდში, დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში მცხოვრებმა ელიტამ დანარჩენი მოსახლეობა ღრმად გაჟღინთა ეთნიკური ნაციონალიზმით, ან როგორც თაგორმა უწოდა, „ორგანიზებული ეგოიზმით“. ამ მოდელისთვის ინდივიდუალსა და მამარდაშვილის ნანატრ სამოქალაქო საზოგადოებაზე უპირატესი „ხაპიდან დოქში“ გადმოდენილი სისხლი და “ქართული სული” იყო 다운로드. როგორც ნობელიანტი მწერალი ვიდიადჰარ ნაიპოლი ინდოეთზე წერდა, რელიგიამ აქ „არ მისცა ადამიანებს ერთმანეთთან კონტრაქტის, სახელმწიფოს იდეა“. შედეგებიც შესაბამისი აღმოჩნდა, ზოგადად სახელმწიფოს არსებობა სათუო გახდა 다운로드.

2003 წლიდან ხელისუფლებაში უუნარო და დისკრედიტირებული მამების თაობა შვილებმა ჩაანაცვლეს. შვილების მიერ წარმოდგენილი ახალი საქართველოს მოდელი მჭიდროდ უკავშირდება მათ მიერ დასავლეთის წარმოდგენას, რომელიც კარიკატურულად შეუზღუდავი ბაზრის და რუსეთის ანტითეზის ნაზავად იქცა (როგორც ბალტიურ და ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებში) 다운로드. ლამის სახელმძღვანელოებიდან გადმოტანილი ნეოლიბერალური მოდელი იმას გულისხმობდა, რომ შესაძლებლობის გარეშე მიტოვებულ მოსახლეობის უმეტესობას არ მიეცა პოლიტიკურ ცხოვრებაში „შესასვლელი ბილეთი“ (რალფ დარენდორფი), ხოლო სიღარიბემ ისინი „სოციალურად გარიყა“ (ამარტია სენი). მზარდი პროგრესიით იმატებდა იმ იმედგაცრუებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასავლურ ფასეულობებს ხელისუფლებასთან აიგივებდა და მტრულად ეკიდებოდა 러브라이브 스쿠페스 다운로드. ელიტისთვის უსამართლო პოლიტიკურ ეკონომიკას კარგად ნიღბავდა მოსახლეობაზე „ორიენტალისტური“ წარმოდგენები, რომ ის ძველებურად მზრუნველი სახელმწიფოს მოლოდინშია, შრომა ეზარება, საბჭოური კმაყოფა ურჩევნია, ad nauseam ქილიკი 37 მანეთზე. დროის მსვლელობასთან ერთად, „ბნელი“ მასის და მის ალყაში მყოფი ერთი მუჭა ლიბერალების დიქოტომია თვით-ახდენად წინასწარმეტყველებად გადაიქცა 다운로드.

სტივენ ჯონსი თავის წიგნში „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, ერთგან შენიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მომხმარებლის ჩამოყალიბებაზე ზრუნავდა, ვიდრე მოქალაქის. 2000-იანი წლების მოდელით, ლიბერალს არ ეკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა პრეკარიატის წევრების მიმართ 다운로드. პირიქით, არსებული სტატუს-კვო და მათი „სიბნელე“ მას გამოარჩევდა, ქმნიდა. საქართველოში წარმოიქმნა უმცირესი ჯგუფი, რომელსაც პოსტ-კოლონიალური თეორეტიკოსი კვამე ენტონი აპია „კომპრადორულ ინტელიგენციას“ უწოდებს – დასავლური სტილის მოაზროვნეების შედარებით მცირე ჯგუფი, რომლებიც არიან კულტურული პროდუქტების შუამავლები კაპიტალისტური სამყაროდან პერიფერიაში და ავრცელებენ კაპიტალისტურ წარმოებასა და მოხმარებას. სუფრის მომხმარებლის იდეალი საკუთარ უფლებებში გარკვეულმა კონსიუმერმა ჩაანაცვლა, ხაპი ჰიპსტერმა, მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოება კი არ გაჩენილა. შედეგები ისევ სავალალო აღმოჩნდა და 17 მაისს მოძლიერებული ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ მუქარაში გამოვლინდა.

საბოლოოდ, მამების მსგავსად, შვილების მოდელი იყო სხვა არაფერი, თუ არა ელიტების მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი „ორგანიზებული ეგოიზმი“, კვლავ არავითარი კონტრაქტის იდეა ერთმანეთის მიმართ. ისტორია კი იქამდე ირითმება ხოლმე, სანამ რამეს არ ისწავლიან იქიდან.

ირაკლი გუნია

სად ვაქვეყნებთ?

აკადემიური ცხოვრება რთულია. განსაკუთრებით კი – საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც ეს-ესაა იწყებს დასავლურ სამეცნიერო სტანდარტებთან შეგუებას. სწავლების კომპონენტის გარდა, მეცნიერისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი კვლევის შედეგი ფართო საზოგადოებას წარუდგინოს, სასურველია – წერილობითი სახით და კიდევ უფრო მისაღებია, თუკი ტექსტი რომელიმე (კარგ) ჟურნალში გამოქვეყნდება.

კარგ სამეცნიერო ჟურნალში საკუთარი სახელის ხილვა ძნელია 다운로드. როგორც წესი, ყველაზე ციტირებადი და ტირაჟირებადი გამოცემები ინგლისურენოვანია; სტატიის გაგზავნის, მიღების, რედაქტირების და რევიუს პროცესი ხანგრძლივი და დამღლელია. ტექსტი, ენობრივი თვალსაზრისით, კარგად უნდა იყოს გამართული – არა ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს, არამედ – როგორც ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის წესები მოითხოვს. ასეთი მოთხოვნების შესრულება კი არაინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის საკმაოდ რთულია 새벽의 호위 다운로드. კრიტერიუმებზე წარმოდგენას Web of Science-ის ეს სტატიაც შეგიქმნით.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ნაშრომი სიახლეს უნდა წარმოადგენდეს 다운로드. თუკი ეს კომპონენტი არ არსებობს, რედაქტორები ჩვენს გაგზავნილ მანუსკრიპტს აუცილებლად სანაგვე ყუთში ჩაუძახებენ, ბრწყინვალე ინგლისურითაც რომ იყოს შესრულებული. გასათვალისწინებელია ჟურნალ “საიენსის” მიერ მოტანილი სტატისტიკა: მეცნიერთა მხოლოდ 1% ახერხებს ყოველწლიურად საკუთარი ნაშრომების ახალ სტატიად გამოცემას. გარდა ამისა, მიღებული სტატიების უმეტესობა (70-80%-მდე) რედაქტორების მიერ დაწუნებულია. რთული მისახვედრი არაა, რომ ასეთი მიდგომა მეცნიერთა მხრიდან დიდი კრიტიკის საფუძველია, თუმცა ჯერჯერობით სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების ბიზნესი ასე მუშაობს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მეც გადავწყდომივარ, გახლავთ გაურკვეველი წარმომავლობის გამომცემლობები და აკადემიური ჟურნალები, რომლებიც ჩვენი ნაშრომის უფასოდ გამოქვეყნებას გვთავაზობენ. Lambert PublishingDavid PublishingEU Journal ამ “გულუხვი” და “კეთილი” ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ნაწილია. როგორც წესი, ასეთ გამომცემლობებს არ აქვთ ორმაგი რევიუ, არ აქცევენ ყურადღებას ტექსტის ენობრივ მხარეს და მანუსკრიპტს “როგორც არის”, ისე აქვეყნებენ.

ხშირად, დილემის წინაშე ვდგებით – თუკი ნორმალურ და მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებას ამხელა დრო და ენერგია მიაქვს, თან წარმატების გარანტიაც არ არსებობს, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ მსგავსი შემოთავაზებით? ამ კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს – არავითარ შემთხვევაში. მსგავსი კალიბრის “აკადემიურ” ჟურნალში თუ გამომცემლობაში საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნება ჩვენი პროფესიონალიზმის მიმართ ბევრ კითხვას გააჩენს. საქართველოში, ალბათ პრობლემა არ შეგექმნებათ – როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი ქართველი მეცნიერი სარგებლობს ამ ორგანიზაციების მომსახურებით, მაგრამ თუკი თქვენი აკადემიური ტრანსკრიპტის უცხოელი კოლეგებისთვის გაზიარებას გეგმავთ, მაშინ ჯობს, საკუთარი რეზიუმედან, მაგალითად, “American international journal of contemporary scientific research”-ის პუბლიკაცია ამოშალოთ და მისი არსებობის შესახებ დაივიწყოთ.

როგორ შევაფასოთ გამომცემლობის თუ აკადემიური ჟურნალის ხარისხი? ამისთვის ბევრი მეთოდი არსებობს – პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოთ, ხდება თუ არა მათი ინდექსაცია Web of SciencesScopus-ის ან სხვა სისტემებში. არსებობს კიდევ ერთი შესანიშნავი რესურსი, რომლის ავტორი გახლავთ კოლორადოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი ჯეფრი ბილი. მის ვებსაიტზე თავმოყრილია ფსევდოაკადემიური გამომცემლობების და ჟურნალების ამომწურავი სია, ასევე მოცემულია მათი შერჩევის კრიტერიუმები. თუკი კარგად გაეცნობით ამ ჩამონათვალს, მათ შორის ჩემს მიერ დასახელებულ “აკადემიურ” ჟურნალებსაც წააწყდებით.  იმედი მაქვს, თქვენი სტატია ან წიგნი, რომლითაც ძალიან ამაყობთ, მსგავსი ტიპის “გამომცემლის” მსხვერპლი არ აღმოჩნდა.

ცხადია, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარების გზა ია-ვარდით მოფენილი არ არის. რთულია საკუთარი ნაშრომის რომელიმე ჟურნალში გამოქვეყნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბილის სიაში ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა არ წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს. უფრო მეტიც, შესაძლოა, თქვენს აკადემიურ პროფილზე უარყოფითად იმოქმედოს.

დავით სიჭინავა

დაკარგული მოქალაქეობა

ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში უსამართლოდ მოქცეული, ძველი ქართველი სოციალ-დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ მრავალმხრივად (სოციალურად თუ კუთხობრივად) დაყოფილი ქვეყნის კონსოლიდაცია სოციალიზმის დახმარებით იყო შესაძლებელი 다운로드. მათი კეთილშობილური ოცნება საბჭოთა კავშირმა განახორციელა, ოღონდ სრულიად საპირისპირო შედეგებით 다운로드.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა სოციალისტურ ქვეყნებში, უნგრელი მოაზროვნის გაშპარ მიკლოშ ტამაშის თქმით, „მოდერნიზაციის ბინძური საქმე“, სახელმწიფო სოციალიზმმა შეასრულა 다운로드. ამ მძიმე პერიოდს პარადოქსულად უკავშირდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სოციალური მობილობა, გადასვლა სოციალური კიბის ერთი საფეხურიდან მეორეში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ანალოგიურმა პროცესმა აშშ-ში ამერიკული ოცნების მომხიბვლელი მითი შექმნა, რწმენა იმისა, რომ „შესაძლებლობების მიწაზე“ მძიმე შრომა ზედა ფენაში აღმასვლით დასრულდება 다운로드.

ჩვენთან, ყაირათიანობაზე დაფუძნებული „მწარმოებლის ეთიკა“ გამორჩათ და გარედან თავსმოხვეული მნიშვნელოვანი პროცესი თითქოს მოცემულობად აღიქვეს 토이 7집 다운로드. ნანინანატრი მოქალაქეობის შეგრძნება უიმედოდ ჩაიკარგა დემონსტრაციულ მოხმარებაში (conspicuous consumption), პასუხისმგებლობის განცდა კი პანაშვიდზე მომსვლელი ხალხით შემოიფარგლა 자귀모 다운로드. საგულისხმოა, რომ ქართული მომხმარებლურობის ხატება, სუფრა, ამავე დროს ეთნიკური ნაციონალიზმის სიმბოლოა 하이큐 콘셉트의 싸움 다운로드. იზოლირებულმა ადამიანებმა მარკესის გმირებივით თითქოს წარსულის აჩრდილები გამოიგონეს მარტოობის შესავსებად 다운로드. სახელმწიფო ადამიანებს არ გულისხმობდა, ის მხოლოდ „ოდესმე დიდი ყოფილა“ რუკებზე არსებობდა 다운로드. ყარაბაღისგან განსხვავებით, აქაური ატომიზებული ინდივიდუალების კონსოლიდირება ვერცერთმა კონფლიქტმა მოახერხა, აფხაზეთიდან კი მოგონებად კვინტესენციურად მომხმარებლური „ბიჭვინთის სანაპიროები“ დარჩა 블랙베리 링크.

ქართული „კარტოგრაფიული სასოწარკვეთილება“ შესაშურად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. „დაკარგული ტერიტორიების“ ნარატივი, გეოპოლიტიკური თამაშები რუსეთთან და ევროპასთან, იშვიათი თემებია, რაც ადამიანებს აერთიანებს და ამავდროულად, რეალურ, ყოველდღიურ პრობლემებს მოხერხებულად ფარავს.

დღეისათვის, მამების თაობის ტრადიციული საქართველოს უარყოფა ახალი იდენტობის საფუძველია. ლიბერალურად განწყობილი შვილებისთვის „პრო-დასავლურობა“ სოლიდარობაში არ გამოხატულა, თავისუფლება ნეგატიურ ხასიათს და მამებისგან თავდაცვას ვერ გასცდა. საზოგადოება „ბნელია“, ამიტომ არავითარი ვალდებულების გრძნობა მისდამი არ არსებობს, „ლიბერალობა“ კი „სიბნელისგან“ დისტანცირების კომფორტული შეგრძნებაა. დიდ ცინიზმად მოჩანს ის ფაქტი, რომ კონსიუმერული ცხოვრების (მამების!) სტილით განებივრებულ ადამიანებს ნაკლებად გამართლებული სხვა თანამოქალაქეები შეიძლება მხოლოდ შუა მაისის დღეებში გაახსენდეთ. სახელმწიფო თითქოს დროებით ნავსაყუდელად იქცა, ბინძურ ჰოსტელად, საიდანაც იღბლიანები უკანმოუხედავად გარბიან.

ერთი სიტყვით, ჭეშმარიტად ქართულ სოლიფსიზმს ბოლო არ უჩანს. ამის სიმბოლური გამოხატულება „თემთა ტრაგედიაა“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, სადაც ტროტუარებზე სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება ადამიანებისთვის.

ირაკლი გუნია

ბლოგი: გზად ევროკავშირისკენ – „სინგაპურის“ გავლით?

2013 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში ძალაში შევიდა კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“[1], რომლის მიხედვითაც მთავრობას აეკრძალა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება რეფერენდუმის გარეშე*, განისაზღვრა მნიშვნელოვანი ფისკალური კრიტერიუმები[2] და კონსტიტუციურად გამყარდა კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება. კანონში გაწერილია ეკონომიკური პოლიტიკის ის ძირითადი პრინციპები, რომელთა შესახებ საყოველთაო კონსენსუსი არ არსებობს და კვლავაც განხილვის საგნად რჩება 다운로드.

„ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს განსახილველად 2009 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. პრეზიდენტის ეკონომიკური გუნდის მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავდა ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკაში პასუხისმგებლობის ნორმების კონსტიტუციურად დამკვიდრებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ქვეყნის მაკროეკონომიკური კლიმატის სტაბილურობას და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნას 다운로드.[3]

საგულისხმოა, რომ „ეკონომიკის თავისუფლების აქტს“ მოწინააღმდეგეები წარდგენისთანავე გამოუჩნდნენ. ეკონომისტმა ლადო პაპავამ მას „ღია კარის მტვრევა“ უწოდა[4], ხოლო ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კი ეს „ქვეყნის სინგაპურიზაციად“ და „ბენდუნომიკის“ გამარჯვებად შეაფასა, რაც მისივე თქმით ქვეყანას საბოლოოდ დააკარგვინებდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსს 로보카폴리 시즌2.[5]კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა კი ემოციურ-პოპულისტური რიტორიკის გარეშე გაამახვილა ყურადღება საკანონმდებლო ასპექტის იმ დეტალზე, რომელიც დამატებითი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სამსახურების შექმნისა და ახალი ლიცენზიების შემოღების აკრძალვას ითვალისწინებდა.  აღნიშნული ნორმა, და საქართველოს გაცხადებული სწრაფვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, ბუნებრივად უქმნიდა დაყოვნების საფრთხეს ამ უკანასკნელს.

თუმცა, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ საფუძველზე შემუშავებული საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ აწესებს სწორედ იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც თანამედროვე ევროკავშირის სავალუტო ინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებია. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 3%, ხოლო სახელმწიფო ვალი არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%.

აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ თავდაპირველ ვერსიაში, კანონით დაშვებული გამონაკლისების გარდა (ეკონომიკური რეცესია, საომარი ან საგანგებო მდგომარეობა) ამ პარამეტრების დარღვევაზე მთავრობა დაუყოვნებლივ აგებდა პასუხს, თუმცა კანონპროექტის წარდგენიდან, მის მიღებამდე იგი რამდენჯერმე შეიცვალა და ამჟამად მთავრობა, ხსენებული პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულია პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს მომავალი ორი წლის ბიუჯეტი, რომელიც დადგენილ ზღვრებში დაბრუნების ნორმას უნდა ითვალისწინებდეს. ამან „ეკონომიკური თავისუფლების კანონი“, ამჯერად ლიბერალ ეკონომისტთა კრიტიკის ობიექტად აქცია, რომელთა აზრითაც იგი „ეკონომიკური თავისუფლების აქტის ცუდი ვერსიაა“.[6]

კანონპროექტის განხილვის პერიოდში, ეს ერთადერთი ცვლილება არ ყოფილა. ცხადი იყო, რომ დათქმა ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის შესახებ, ნაკლებად პრიორიტეტული აღმოჩნდებოდა ევროკავშირის „პირობითობის“ მძლავრი პოლიტიკის მოქმედების  პირობებში. შესაბამისად, 2011 წლის ივლისში დამტკიცებული კანონის საბოლოო ვარიანტში ხსენებული დათქმა აღარ ფიგურირებს და კონსტიტუციური შეზღუდვა დამატებითი მარეგულირებელი უწყებების შექმნის და ახალი ლიცენზიების გაცემის თაობაზე აღარ არსებობს. ეს ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში უფრო მეტ სივრცეს აძლევს მანევრირებისთვის.

„ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ შემოტანიდან მის მიღებამდე განვლილ პერიოდში განცდილმა ტრანსფორმაციამ ნათლად დაგვანახა განვითარებადი ქვეყნისთვის ღირებულებებზე დამყარებული გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნების აღსრულების ნაწილობრივი უპირატესობა მომგებიან, რაციონალურ ეკონომიკურ გათვლებთან შედარებით. იმის მიუხედავად, რომ ამ პოლიტიკური მიზნების აღსრულება შორეული მომავლის საქმეა და დაუყოვნებელი ეკონომიკური სარგებლის პერსპექტივაც არც ისე ცხადია, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ერთგვარ პოპულისტურ პოზიციონირებაზე და ისწრაფვის პოლიტიკური არასტაბილურობის გაჩენის რისკის მაქსიმალურად შემცირებისკენ.

ზემოთქმული სულაც არ აკნინებს „ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ კანონის მნიშვნელობას. პირიქით, ფისკალური პარამეტრების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრით და ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დამატებითი გადასახადებით დატვირთვისგან თავშეკავების საკანონმდებლო დონეზე გაფორმებით, იგი მეტ-ნაკლებად აცლის ყველა ბერკეტს პოპულისტური დემაგოგიისკენ მიდრეკილ პოლიტიკოსებს, რომელთა ნაკლებობაც თანამედროვე დემოკრატიების პირობებში საერთოდ არ იგრძნობა.

თავის მხრივ, ეს შეიძლება ქვეყანაში „მსუბუქი“ კონსტიტუციური რესპუბლიკანიზმის შემოღების მცდელობადაც იქნეს განხილული და სწორედ აქ შეგვიძლია მტკიცედ უარვყოთ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ კრიტიკოსთა ბრალდებები, თითქოს კანონი ავტორიტარული რეჟიმების პოლიტიკითაა ინსპირირებული. მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე უფრო „ანტიავტორიტარული“, როდესაც ქვეყნის მმართველსა და მის გუნდს უზღუდავ სახელმწიფო ფინანსების არბიტრარულად ხარჯვისა და ალოკაციის შესაძლებლობას, ხოლო ახალი გადასახადის დაწესების საკითხით სწორედ მათ მივმართავთ, ვისაც უშუალოდ ეხება მისი თანმდევი ეფექტი?

შესაბამისად, „ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ კანონი გვევლინება არამხოლოდ ფისკალური და საინვესტიციო, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის გარანტადაც. დღევანდელ დღეს, როდესაც დაუბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტი, გაბერილი სოციალური ვალდებულებები და უზარმაზარი სახელმწიფო ვალი განვითარებული ქვეყნების თავის ტკივილად იქცა და ზოგიერთ შემთხვევაში სოციალურ მღელვარებასაც მისცა ბიძგი, ეს უაღრესად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. იმაზე მსჯელობა კი, თუ რამდენად კარგად გაართმევს თავს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ ერთგვარი „ფისკალური ანტივირუსის“ ფუნქციის შესრულებას მყიფე და დაუხვეწავი საკანონმდებლო პრაქტიკის და მწირი საპარლამენტო გამოცდილების პირობებში, სავსებით ლეგიტიმური, თუმცა ნაადრევია.

ლევან წკრიალაშვილი

ლევან წკრიალაშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული. ის ამჟამად ხელმძღვანელობს ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ სალექციო კურსს გორის უნივერსიტეტში.

* „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად „საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება“


[1] https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1405264&lang=ge

[2] http://www.civil.ge/geo/article.php?id=21847

[3] http://www.mof.ge/News/3758

[4] http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/112040-lado-papava-ekonomikuri-thavisuflebis-aqti-ghia-karis-mtvreva-klasikuri-shecdomebi-da-mkholod-piarze-gathvlili-iniciativaa.html?ar=A

[5] http://www.ambebi.ge/ekonomika/38872-ekonomikis-thavisuflebis-aqti-dabali-gadasakhadebi-da-liberaluri-ekonomikuri-politika.html

[6] http://7days.ge/index2.php?newsid=9236

ბლოგი: 17 მაისი და უცნაური მოკავშირეები

ადამიანების ყუთებში განაწილების მოყვარულთათვის ამერიკელი მწერალი ნორმან მეილერი უსიამოვნო შემთხვევაა. ის უპირისპირდებოდა ვიეტნამის ომსაც და ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსაც. მეილერს სძულდა როგორც მასობრივი ძალადობის ჩადენა და ამერიკულ „სუპერ-სახელმწიფოში” ასახული მკვლელობისკენ მისწრაფება (sic), ასევე ამის უარმყოფი აჯანყებული ელიტა, მდიდრული ჰიპსტერული კლასი, რომელმაც ადრინდელი რადიკალი მარქსისტები შეცვალა 다운로드. ნორმან მეილერი ასეთ მეამბოხეს „თეთრ ზანგს“, „ამერიკელ ეგზისტენციალისტს“ და „ფილოსოფიურ ფსიქოპათს“ უწოდებდა, ხოლო 1960-იან წლებს „ძალადობის, ახალი ისტერიის, გაურკვევლობისა და აჯანყების ხანას… რომელმაც კონფორმულობის ხანა ჩაანაცვლა“.

ზოგადად, მეილერის ნაწერებში ამერიკულ ცხოვრებაში არსებული ძალადობის თემა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა. მისი თქმით, ძალადობა მწერლებისთვის დარჩენილი ერთ-ერთი ბოლო საზღვარია 다운로드. თავად მეილერისთვის ძალადობა ეგზისტენციური მომენტია, რაც ნათლად წარმოაჩინა მის ალბათ ყველაზე ცნობილ რომანში „ღამის არმიები“ (1968). ანტი-ვიეტნამური დემონსტრაციის აღწერისას, მეილერი გადმოსცემს თავის მთავარ სათქმელს, რომ ძალადობა აჩლუნგებს აზროვნებას და ამ დროს, ხალხი აღარ უსმენს ერთი მეორეს. ამგვარი ეგზისტენციური მომენტების დროს, ძალადობა ზღუდავს და გარს ერტყმის ადამიანის სიცოცხლის ყველაზე შემოქმედებით ფორმას – აზროვნებას 다운로드. შეხედულებები რჩება გათიშული და გაყინული, ვიეტნამი კი სწორედ გაყინული აზროვნების ნიმუშია ამერიკის ისტორიაში.

17 მაისი ერთი ასეთი ეგზისტენციური მომენტია ჩვენს უახლოეს ისტორიაში. მომხდარმა აქციამ და მას მოყოლილმა ძალადობამ ბუნებრივად გამოიწვია წარმოსახვითი ბრძოლის ველის ორ მხარეს ყველაზე გარკვეული და ერთმანეთის სრულიად საპირისპირო იდეების აღზევება.

ემოციურ ფონზე, პირობითად „ლიბერალურ“ მხარეს დაწინაურდა იდეა „ქართველი ერის სიბნელის“ შესახებ, ხოლო „ქართველი ერის“ მხარეს – „ლიბერალების გაევროპელების“ შესახებ. ერთის აპოთეოზია თეოკრატიის დადგომა, მეორის კი კონსერვატორული ფასეულობების დაკარგვა. ორივე იდეა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მტკიცებულებასაა მოკლებული და უმთავრესად, პარანოიას ეფუძნება (ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში არ არსებობდეს შესაძლებლობა). ამ იდეებზე აგებული იდენტობები ერთმანეთის სრულ უარყოფაზეა აგებული და 17 მაისის მაგვარი ეგზისტენციური მომენტებით საზრდოობს. მათი მხრიდან ერთმანეთის შიშით განპირობებული ნაბიჯები მხოლოდ გააძლიერებს ერთი მეორეს და ეს ფაქტორი მათ ერთმანეთის უცნაურ მოკავშირეებად აქცევს.

საბოლოოდ, 17 მაისის დარი შემთხვევები ხელს უშლის ერთი მხარისთვის, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის და მეორე მხარისთვის, დასავლეთის გაგებას. ამით საფრთხე ექმნება, როგორც აქამდეც მძიმე დღეში მყოფ ემპათიის უნარსა და სოციალურ სოლიდარობას, ისე დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ადამიანის უფლებების ცნებებს.

საინტერესოა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან არაადამიანურად გაუსწორდნენ თანამოქალაქეებს? თავისთავად ცხადია, რომ პრობლემა არის არა მოსახლეობის დიდი ნაწილის კონსერვატორულ შეხედულებებში (რაც სრულიად ნორმალურია ბევრი ევროპული სახელმწიფოსათვისაც), არამედ მის ერთ სეგმენტში, თანამედროვე ქართულ რადიკალურ მემარჯვენეობაში.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად გაუმართლა, გერმანელი მოაზროვნის ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის სიტყვებით, იზოლირებული ინდივიდუალები, რომლებიც შეიძლება ვინმეს სასიკვდილოდ გამეტებით „რადიკალური ლუზერები“ გახდნენ. მათთვის დამახასიათებელია რესენტიმენტის განცდა, როდესაც საკუთარ იმედგაცრუებაზე სხვას სდებ ბრალს. თავის სანობელო სიტყვაში, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი შენიშნავდა, რომ თანამედროვე მედიის საშუალებებმა, უფრო გაზარდეს „დღეს კაცობრიობის უმთავრესი შიშები – შიში დარჩე გარეთ, შიში არაფრად ჩაგთვალონ, გამოუსადეგარობის განცდა, რაც ამ შიშებს თან სდევს, კოლექტიური დამცირებები… მწუხარებები, წარმოსახული შეურაცხყოფები და ნაციონალისტური ტრაბახი და აალება, რაც მათი ახლობელია.“ საქართველოში ასეთი ადამიანისთვის მიმზიდველი ხდება ზოგიერთი ღვთისმსახურის რიტორიკა, რომელიც “მსხვერპლის ფსიქოლოგიაზე” აგებული ისტორიის პოპულარული აღქმის და ქრისტიანული მილენარიზმის ნაზავია. თავად ეკლესიას  მოსახლეობის უმეტესობის ცხოვრებაში დიდი როლი არ აქვს. 2013 წლის სოციოლოგიური გამოკითხვებით, 58% რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელაც არ ესწრება.

რა შეიძლება გაკეთდეს ასეთი ვითარებიდან გამოსასვლელად? კანონის უზენაესობის დაცვა და ძალადობის აღკვეთა არის ერთგვარი sine qua non, რომელზე უარისთქმაც არასოდეს შეიძლება; ღია საზოგადოება და დემოკრატიის პირობები, რომ შეხედულებები ჩაკეტილი და ამით თვით-დამღუპველი არ გახდეს; რელიგია და მით უფრო ქრისტიანობა, რომელიც კაცთმოყვარებასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, თავად გარიყავს ნებისმიერ ძალადობას; კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ თანაბარი შესაძლებლობა და განვითარების პირობები. ეს უკანასკნელი ფაქტორი აუცილებელია, მაგრამ არა გადამწყვეტი. საქართველოს მაგალითიდანვე, საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდში არსებულ კეთილდღეობას ხელი არ შეუშლია მრავალისთვის დარჩენილიყო ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერად.

ამ ზედაპირზე არსებული პასუხების მიღმა, არსებობს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება – აუცილებელია ინტელექტუალური სამუშაო  საქართველოს ისტორიის უკეთ გასაგებად. საბჭოთა საქართველოში არსებული კულტურული ნაციონალიზმის წყალობით, დღესაც სკოლის მერხებიდანვე ხდება ისეთი ისტორიის აღქმის პოპულარიზება, რომელიც ხელს უწყობს „მსხვერპლის ფსიქოლოგიის“ ჩამოყალიბებას. ამის გარდა, საინტერესო გამოწვევად ჩანს რადიკალური მემარჯვენე ძალების პოლიტიკაში ჩართულობა. პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებული და პრაქტიკაში ბევრჯერ რეალიზებული მოდერაციის თეორიის მიხედვით, რადიკალური პარტიები პოლიტიკაში ჩართვით საკუთარ ხმამაღალ იდეებზე უარს ამბობენ და მეტი ამომრჩევლის მოსაზიდად ცენტრისკენ გადადიან. დაუშვებელია მათთვის პოლიტიკური სივრცის წართმევა, რადგან ამით ასეთ ძალებს და მათ მხარდამჭერებს მსხვერპლის მენტალობა განუვითარდებათ და შესაძლოა, რადიკალურ მეთოდებსაც არ მოერიდნონ.

პ.ს. ნორმან მეილერი 2007 წელს მანჰეტენზე გარდაიცვალა. თავის უკანასკნელ საჯარო გამოსვლაში მან დაგმო ერაყში შეჭრა და თქვა – „დემოკრატია მიიღწევა მხოლოდ იმ ქვეყნებით, რომლის ინდივიდუალებს შეუძლიათ არა მხოლოდ თავისუფლებით ტკბობა, არამედ მძიმე შრომაც მის შესანარჩუნებლად.“

ირაკლი გუნია