სტატიაში განხილულია საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული იმ პოლიტიკური ცვლილებების მიმართ რუსეთის რეაქცია 다운로드. ავტორები, ლორ დელკური და კატარინა ვოლჩუკი, ამტკიცებენ, რომ მუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა უკრაინასა და საქართველოში საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა ადგილობრივი პირობების წინააღმდეგ, რუსეთმა ზედმეტად მკაცრად უპასუხა დასავლეთის ამ (მისი შეხედვით) ექსპანსიონისტურ კამპანიას, რათა პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი ჰეგემონიური მდგომარეობა განემტკიცებინა 다운로드. თუმცა, რუსეთის ძალისმიერ ზეწოლას გაუთვალისწინებელი და კონტრპროდუქტიული შედეგები მოჰყვა s플래너. რუსეთის ზეწოლის შედეგად საქართველომ და უკრაინამ კიდევ უფრო მტკიცედ განაგრძეს როგორც პრო-დასავლური პოლიტიკა, ასევე მუშაობა დემოკრატიზაციის მიმართულებით, რაც სწორედ დასავლეთის თავდაპირველ მიზნებს შეესაბამება.
Delcour, L., & Wolczuk, K. (2015). Spoiler or facilitator of democratization?: Russia’s role in Georgia and Ukraine. Democratization, 22(3), 459-478

გვიანი მეცხრამეტე საუკუნიდან პოსტ-კომუნისტურ პერიოდამდე, ალბანური და ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები “ევროპაზე” იმედებს ამყარებდნენ
როდესაც უმეტესი აღმოსავლეთ ევროპა ერთი ან მეორე სახის დიქტატურას ებრძოდა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918-1921) შექმნა კონსტიტუცია, პარლამენტური სისტემა ეროვნული არჩევნებით, აქტიური ოპოზიცია და თავისუფალი პრესა