კატეგორიის არქივი: თემატური კატეგორიები

Gerard Toal & John O’Loughlin – Inside South Ossetia: A Survey of Attitudes in a De Facto State

ეს სტატია მიმოიხილავს გამოკითხვებს, რომლითაც შეიძლება სამხრეთ ოსეთის გაგება და აგრეთვე მისი სახელმწიფოდ პრეტენზიის საფუძვლებს 녹스 멀티 드라이브. აქ განხილულია 2010 წლის ბოლოს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებთან გამოკითხვის შედეგები, ნდობა ადგილობრივ ინსტიტუტებსა და ლიდერებში, ეთნიკური ოსების დამოკიდებულება სხვა ჯგუფებთან, დაბრუნების და კერძო საკუთრების საკითხები, ასევე ურთიერთობები რუსეთთან და საქართველოსთან 다운로드.

Toal, G., & O’Loughlin, J. (2013). Inside South Ossetia: a survey of attitudes in a de facto state. Post-Soviet Affairs29(2), 136-172 테크넷 구독자 다운로드.

ჩამოტვირთვა

Eveline Baumann – Post-Soviet Georgia: It’s a Long, Long Way to “Modern” Social Protection…

ეს ნაშრომი საქართველოში სოციალური უსაფრთხოების სისტემის მოწყობის უკუღმართობებზეა 사랑에 빠진 걸까요 다운로드. მაშინ როდესაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალთახედვით შოკური თერაპია არ იყო მისაღები, ვარდების რევოლუციამ და საქართველოს “დასავლეთისკენ მსვლელობის” პერსპექტივამ ბიძგი მისცა ულტრა-ლიბერალურ სოციალურ რეფორმებს 다운로드. მიუხედავად ამისა, პერიოდული სოციალური მღელვარებების ფონის საწინააღმდეგოდ, არ შეიძლება გამოირიცხოს სოციალური მომსახურების უფრო მეტად დემოკრატიული უზრუნველყოფისკენ ცვლილება. 

Baumann, E 스티브 잡스 자서전 pdf 다운로드. (2012). Post-Soviet Georgia: It’s a Long, Long Way to” Modern” Social Protection… Economies et Socihes, Serie « Developpement, croissance et progres », F, n° 46, 2/2012, p 위닝일레븐 다운로드. 259-285

ჩამოტვირთვა

 

თომას დე ვაალი – საქართველოს არჩევანი: მომავლის დაგეგმვა გაურკვევლობის პერიოდში

საქართველო შედის გარდამავალ პერიოდში, როცა 2012–2013 წლებში დაგეგმილია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 교통표지판. ამის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. ახლანდელმა მთავრობამ დიდ წარმატებებს მიაღწია ფუნქციონირებადი სახელმწიფოს შენების საქმეში, სახელმწიფოსა, რომელიც მოქალაქეებისთვის ამარტივებს სერვისის სფეროს 다운로드. მაგრამ საქართველოს ეკონომიკური სურათი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება 다운로드.

წლების განმავლობაში არაფორმალური და იმპროვიზაციული მეთოდებით მართვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ინსტიტუტები და აირჩიოს გრძელვადიანი განვითარების მოდელი 윈집 무료 다운로드. სამი იდეა საქართველოს სხვადასხვა მხარეს ეწევა. ევროპის კავშირი … სთავაზობს საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისა და ევროპული ნავთსაყუდელის იმედს.

დე ვაალი, თ. (2011). საქართველოს არჩევანი: მომავლის დაგეგმვა გაურკვეველ პერიოდში. Carnegie Endowment for International Peace.

ჩამოტვირთვა

ბლოგი: გზად ევროკავშირისკენ – „სინგაპურის“ გავლით?

2013 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში ძალაში შევიდა კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“[1], რომლის მიხედვითაც მთავრობას აეკრძალა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება რეფერენდუმის გარეშე*, განისაზღვრა მნიშვნელოვანი ფისკალური კრიტერიუმები[2] და კონსტიტუციურად გამყარდა კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება. კანონში გაწერილია ეკონომიკური პოლიტიკის ის ძირითადი პრინციპები, რომელთა შესახებ საყოველთაო კონსენსუსი არ არსებობს და კვლავაც განხილვის საგნად რჩება 다운로드.

„ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს განსახილველად 2009 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. პრეზიდენტის ეკონომიკური გუნდის მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავდა ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკაში პასუხისმგებლობის ნორმების კონსტიტუციურად დამკვიდრებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ქვეყნის მაკროეკონომიკური კლიმატის სტაბილურობას და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნას 다운로드.[3]

საგულისხმოა, რომ „ეკონომიკის თავისუფლების აქტს“ მოწინააღმდეგეები წარდგენისთანავე გამოუჩნდნენ. ეკონომისტმა ლადო პაპავამ მას „ღია კარის მტვრევა“ უწოდა[4], ხოლო ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კი ეს „ქვეყნის სინგაპურიზაციად“ და „ბენდუნომიკის“ გამარჯვებად შეაფასა, რაც მისივე თქმით ქვეყანას საბოლოოდ დააკარგვინებდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსს 로보카폴리 시즌2.[5]კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა კი ემოციურ-პოპულისტური რიტორიკის გარეშე გაამახვილა ყურადღება საკანონმდებლო ასპექტის იმ დეტალზე, რომელიც დამატებითი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სამსახურების შექმნისა და ახალი ლიცენზიების შემოღების აკრძალვას ითვალისწინებდა.  აღნიშნული ნორმა, და საქართველოს გაცხადებული სწრაფვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, ბუნებრივად უქმნიდა დაყოვნების საფრთხეს ამ უკანასკნელს.

თუმცა, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ საფუძველზე შემუშავებული საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ აწესებს სწორედ იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც თანამედროვე ევროკავშირის სავალუტო ინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებია. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 3%, ხოლო სახელმწიფო ვალი არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%.

აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ თავდაპირველ ვერსიაში, კანონით დაშვებული გამონაკლისების გარდა (ეკონომიკური რეცესია, საომარი ან საგანგებო მდგომარეობა) ამ პარამეტრების დარღვევაზე მთავრობა დაუყოვნებლივ აგებდა პასუხს, თუმცა კანონპროექტის წარდგენიდან, მის მიღებამდე იგი რამდენჯერმე შეიცვალა და ამჟამად მთავრობა, ხსენებული პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულია პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს მომავალი ორი წლის ბიუჯეტი, რომელიც დადგენილ ზღვრებში დაბრუნების ნორმას უნდა ითვალისწინებდეს. ამან „ეკონომიკური თავისუფლების კანონი“, ამჯერად ლიბერალ ეკონომისტთა კრიტიკის ობიექტად აქცია, რომელთა აზრითაც იგი „ეკონომიკური თავისუფლების აქტის ცუდი ვერსიაა“.[6]

კანონპროექტის განხილვის პერიოდში, ეს ერთადერთი ცვლილება არ ყოფილა. ცხადი იყო, რომ დათქმა ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის შესახებ, ნაკლებად პრიორიტეტული აღმოჩნდებოდა ევროკავშირის „პირობითობის“ მძლავრი პოლიტიკის მოქმედების  პირობებში. შესაბამისად, 2011 წლის ივლისში დამტკიცებული კანონის საბოლოო ვარიანტში ხსენებული დათქმა აღარ ფიგურირებს და კონსტიტუციური შეზღუდვა დამატებითი მარეგულირებელი უწყებების შექმნის და ახალი ლიცენზიების გაცემის თაობაზე აღარ არსებობს. ეს ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში უფრო მეტ სივრცეს აძლევს მანევრირებისთვის.

„ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ შემოტანიდან მის მიღებამდე განვლილ პერიოდში განცდილმა ტრანსფორმაციამ ნათლად დაგვანახა განვითარებადი ქვეყნისთვის ღირებულებებზე დამყარებული გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნების აღსრულების ნაწილობრივი უპირატესობა მომგებიან, რაციონალურ ეკონომიკურ გათვლებთან შედარებით. იმის მიუხედავად, რომ ამ პოლიტიკური მიზნების აღსრულება შორეული მომავლის საქმეა და დაუყოვნებელი ეკონომიკური სარგებლის პერსპექტივაც არც ისე ცხადია, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ერთგვარ პოპულისტურ პოზიციონირებაზე და ისწრაფვის პოლიტიკური არასტაბილურობის გაჩენის რისკის მაქსიმალურად შემცირებისკენ.

ზემოთქმული სულაც არ აკნინებს „ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ კანონის მნიშვნელობას. პირიქით, ფისკალური პარამეტრების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრით და ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დამატებითი გადასახადებით დატვირთვისგან თავშეკავების საკანონმდებლო დონეზე გაფორმებით, იგი მეტ-ნაკლებად აცლის ყველა ბერკეტს პოპულისტური დემაგოგიისკენ მიდრეკილ პოლიტიკოსებს, რომელთა ნაკლებობაც თანამედროვე დემოკრატიების პირობებში საერთოდ არ იგრძნობა.

თავის მხრივ, ეს შეიძლება ქვეყანაში „მსუბუქი“ კონსტიტუციური რესპუბლიკანიზმის შემოღების მცდელობადაც იქნეს განხილული და სწორედ აქ შეგვიძლია მტკიცედ უარვყოთ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ კრიტიკოსთა ბრალდებები, თითქოს კანონი ავტორიტარული რეჟიმების პოლიტიკითაა ინსპირირებული. მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე უფრო „ანტიავტორიტარული“, როდესაც ქვეყნის მმართველსა და მის გუნდს უზღუდავ სახელმწიფო ფინანსების არბიტრარულად ხარჯვისა და ალოკაციის შესაძლებლობას, ხოლო ახალი გადასახადის დაწესების საკითხით სწორედ მათ მივმართავთ, ვისაც უშუალოდ ეხება მისი თანმდევი ეფექტი?

შესაბამისად, „ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ კანონი გვევლინება არამხოლოდ ფისკალური და საინვესტიციო, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის გარანტადაც. დღევანდელ დღეს, როდესაც დაუბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტი, გაბერილი სოციალური ვალდებულებები და უზარმაზარი სახელმწიფო ვალი განვითარებული ქვეყნების თავის ტკივილად იქცა და ზოგიერთ შემთხვევაში სოციალურ მღელვარებასაც მისცა ბიძგი, ეს უაღრესად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. იმაზე მსჯელობა კი, თუ რამდენად კარგად გაართმევს თავს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ ერთგვარი „ფისკალური ანტივირუსის“ ფუნქციის შესრულებას მყიფე და დაუხვეწავი საკანონმდებლო პრაქტიკის და მწირი საპარლამენტო გამოცდილების პირობებში, სავსებით ლეგიტიმური, თუმცა ნაადრევია.

ლევან წკრიალაშვილი

ლევან წკრიალაშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული. ის ამჟამად ხელმძღვანელობს ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ სალექციო კურსს გორის უნივერსიტეტში.

* „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად „საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება“


[1] https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1405264&lang=ge

[2] http://www.civil.ge/geo/article.php?id=21847

[3] http://www.mof.ge/News/3758

[4] http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/112040-lado-papava-ekonomikuri-thavisuflebis-aqti-ghia-karis-mtvreva-klasikuri-shecdomebi-da-mkholod-piarze-gathvlili-iniciativaa.html?ar=A

[5] http://www.ambebi.ge/ekonomika/38872-ekonomikis-thavisuflebis-aqti-dabali-gadasakhadebi-da-liberaluri-ekonomikuri-politika.html

[6] http://7days.ge/index2.php?newsid=9236

George Khelashvili – Georgia’s Foreign Policy Impasse. Is Consensus Crumbling?

ეს ნაშრომი ცდილობს გაანალიზოს თუ რას ემყარება საქართველოს საგარეოპოლიტიკური კონსენსუსი და რამდენად მოსალოდნელია ამ კონსენსუსის შენარჩუნება საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის მოსალოდნელი სირთულეების გათვალისწინებით 스마트 메이커 다운로드. საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნებას ხსნის საქართველოს პრეზიდენტის ხელთ არსებული პოლიტიკური ძალაუფლება, რუსეთის მთავრობის წინააღმდეგობა გააუმჯობესოს საქართველოსთან ურთიერთობები, საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის პრაქტიკული სფეროს არარსებობა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შეინარჩუნოს არსებული კურსი საერთაშორისო გაურკვევლობის ვითარებაში 다운로드. ამის მიუხედავად, ავტორი თვლის, რომ ფართო იდეოლოგიური მხარდაჭერა ამჟამინდელი საგარეოპოლიტიკური ვექტორისადმი შესაძლოა შესუსტდეს 마크탈출맵.

Khelashvili, G. (2011). Georgia’s Foreign Policy Impasse. Is Consensus Crumbling? Ponars Eurasia Policy Memo, (187).

ჩამოტვირთვა