ტეგების არქივი: ირაკლი გუნია

ძველით ახალი ქართული ელიტები

ისტორია რომ არ მეორდება, თუმცა ზოგჯერ ირითმება, მარკ ტვენისგან ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაწერენ.  ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  დღემდე, ელიტებმა ქვეყნის ორი ნათელი იდეა წარმოადგინეს, თავიდან რომანტიკულ-ისტორიული შეფერილობის, წინა ათწლეულში – მისი სრული საპირისპირო, ლიბერალური ყაიდისა 다운로드. 2012 წლის არჩევნებზე კი მოხდა ის, რაც სხვა ამერიკელმა სატირიკოსმა ჰ. ლ. მენკენმა 1920 წლის აშშ-ის მაგალითზე აღწერა, როგორც „ინტელექტუალური თაღლითობის მარცხით დაღლილი ამომრჩევლის პატიოსანი იმბეცილობისკენ შებრუნება.“ ახალ ხელისუფლებას ხეირიანი მოდელი არ წარმოუდგენია, მისი პრიორიტეტები ჯერაც ძირითადად ბურუსითაა მოცული 다운로드. მემკვიდრეობად დანატოვარი ევროპული ორიენტირი გაგრძელდა, თუმცა კვლავინდებურად ფასეულობების ახსნაზე თავის შეუწუხებლად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უახლოეს წარსულში ჩვენი ისტორია გაირითმა 다운로드. შევეცდები, განვმარტო.

თავდაპირველად, ისტორია მაშინ გაირითმა, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ისევე როგორც პირველ ჯერზე, „ხონჩით მოერთვა“ (ნოე ჟორდანიას სიტყვების გამოყენებით). ერიკ ჰობსბაუმის საუცხოო მეტაფორას თუ ვიხმართ, ადგილობრივი ყაყაჩოს მომყვანების (ისტორიკოსების და საზოგადო მოღვაწეების) გამოისობით ახალ ქვეყანას მზამზარეული იდენტობა ხვდა წილად 시인의 사랑 다운로드. საბჭოთა პერიოდში, დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში მცხოვრებმა ელიტამ დანარჩენი მოსახლეობა ღრმად გაჟღინთა ეთნიკური ნაციონალიზმით, ან როგორც თაგორმა უწოდა, „ორგანიზებული ეგოიზმით“. ამ მოდელისთვის ინდივიდუალსა და მამარდაშვილის ნანატრ სამოქალაქო საზოგადოებაზე უპირატესი „ხაპიდან დოქში“ გადმოდენილი სისხლი და “ქართული სული” იყო 다운로드. როგორც ნობელიანტი მწერალი ვიდიადჰარ ნაიპოლი ინდოეთზე წერდა, რელიგიამ აქ „არ მისცა ადამიანებს ერთმანეთთან კონტრაქტის, სახელმწიფოს იდეა“. შედეგებიც შესაბამისი აღმოჩნდა, ზოგადად სახელმწიფოს არსებობა სათუო გახდა 다운로드.

2003 წლიდან ხელისუფლებაში უუნარო და დისკრედიტირებული მამების თაობა შვილებმა ჩაანაცვლეს. შვილების მიერ წარმოდგენილი ახალი საქართველოს მოდელი მჭიდროდ უკავშირდება მათ მიერ დასავლეთის წარმოდგენას, რომელიც კარიკატურულად შეუზღუდავი ბაზრის და რუსეთის ანტითეზის ნაზავად იქცა (როგორც ბალტიურ და ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებში) 다운로드. ლამის სახელმძღვანელოებიდან გადმოტანილი ნეოლიბერალური მოდელი იმას გულისხმობდა, რომ შესაძლებლობის გარეშე მიტოვებულ მოსახლეობის უმეტესობას არ მიეცა პოლიტიკურ ცხოვრებაში „შესასვლელი ბილეთი“ (რალფ დარენდორფი), ხოლო სიღარიბემ ისინი „სოციალურად გარიყა“ (ამარტია სენი). მზარდი პროგრესიით იმატებდა იმ იმედგაცრუებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასავლურ ფასეულობებს ხელისუფლებასთან აიგივებდა და მტრულად ეკიდებოდა 러브라이브 스쿠페스 다운로드. ელიტისთვის უსამართლო პოლიტიკურ ეკონომიკას კარგად ნიღბავდა მოსახლეობაზე „ორიენტალისტური“ წარმოდგენები, რომ ის ძველებურად მზრუნველი სახელმწიფოს მოლოდინშია, შრომა ეზარება, საბჭოური კმაყოფა ურჩევნია, ad nauseam ქილიკი 37 მანეთზე. დროის მსვლელობასთან ერთად, „ბნელი“ მასის და მის ალყაში მყოფი ერთი მუჭა ლიბერალების დიქოტომია თვით-ახდენად წინასწარმეტყველებად გადაიქცა 다운로드.

სტივენ ჯონსი თავის წიგნში „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, ერთგან შენიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მომხმარებლის ჩამოყალიბებაზე ზრუნავდა, ვიდრე მოქალაქის. 2000-იანი წლების მოდელით, ლიბერალს არ ეკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა პრეკარიატის წევრების მიმართ 다운로드. პირიქით, არსებული სტატუს-კვო და მათი „სიბნელე“ მას გამოარჩევდა, ქმნიდა. საქართველოში წარმოიქმნა უმცირესი ჯგუფი, რომელსაც პოსტ-კოლონიალური თეორეტიკოსი კვამე ენტონი აპია „კომპრადორულ ინტელიგენციას“ უწოდებს – დასავლური სტილის მოაზროვნეების შედარებით მცირე ჯგუფი, რომლებიც არიან კულტურული პროდუქტების შუამავლები კაპიტალისტური სამყაროდან პერიფერიაში და ავრცელებენ კაპიტალისტურ წარმოებასა და მოხმარებას. სუფრის მომხმარებლის იდეალი საკუთარ უფლებებში გარკვეულმა კონსიუმერმა ჩაანაცვლა, ხაპი ჰიპსტერმა, მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოება კი არ გაჩენილა. შედეგები ისევ სავალალო აღმოჩნდა და 17 მაისს მოძლიერებული ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ მუქარაში გამოვლინდა.

საბოლოოდ, მამების მსგავსად, შვილების მოდელი იყო სხვა არაფერი, თუ არა ელიტების მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი „ორგანიზებული ეგოიზმი“, კვლავ არავითარი კონტრაქტის იდეა ერთმანეთის მიმართ. ისტორია კი იქამდე ირითმება ხოლმე, სანამ რამეს არ ისწავლიან იქიდან.

ირაკლი გუნია

დაკარგული მოქალაქეობა

ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში უსამართლოდ მოქცეული, ძველი ქართველი სოციალ-დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ მრავალმხრივად (სოციალურად თუ კუთხობრივად) დაყოფილი ქვეყნის კონსოლიდაცია სოციალიზმის დახმარებით იყო შესაძლებელი 다운로드. მათი კეთილშობილური ოცნება საბჭოთა კავშირმა განახორციელა, ოღონდ სრულიად საპირისპირო შედეგებით 다운로드.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა სოციალისტურ ქვეყნებში, უნგრელი მოაზროვნის გაშპარ მიკლოშ ტამაშის თქმით, „მოდერნიზაციის ბინძური საქმე“, სახელმწიფო სოციალიზმმა შეასრულა 다운로드. ამ მძიმე პერიოდს პარადოქსულად უკავშირდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სოციალური მობილობა, გადასვლა სოციალური კიბის ერთი საფეხურიდან მეორეში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ანალოგიურმა პროცესმა აშშ-ში ამერიკული ოცნების მომხიბვლელი მითი შექმნა, რწმენა იმისა, რომ „შესაძლებლობების მიწაზე“ მძიმე შრომა ზედა ფენაში აღმასვლით დასრულდება 다운로드.

ჩვენთან, ყაირათიანობაზე დაფუძნებული „მწარმოებლის ეთიკა“ გამორჩათ და გარედან თავსმოხვეული მნიშვნელოვანი პროცესი თითქოს მოცემულობად აღიქვეს 토이 7집 다운로드. ნანინანატრი მოქალაქეობის შეგრძნება უიმედოდ ჩაიკარგა დემონსტრაციულ მოხმარებაში (conspicuous consumption), პასუხისმგებლობის განცდა კი პანაშვიდზე მომსვლელი ხალხით შემოიფარგლა 자귀모 다운로드. საგულისხმოა, რომ ქართული მომხმარებლურობის ხატება, სუფრა, ამავე დროს ეთნიკური ნაციონალიზმის სიმბოლოა 하이큐 콘셉트의 싸움 다운로드. იზოლირებულმა ადამიანებმა მარკესის გმირებივით თითქოს წარსულის აჩრდილები გამოიგონეს მარტოობის შესავსებად 다운로드. სახელმწიფო ადამიანებს არ გულისხმობდა, ის მხოლოდ „ოდესმე დიდი ყოფილა“ რუკებზე არსებობდა 다운로드. ყარაბაღისგან განსხვავებით, აქაური ატომიზებული ინდივიდუალების კონსოლიდირება ვერცერთმა კონფლიქტმა მოახერხა, აფხაზეთიდან კი მოგონებად კვინტესენციურად მომხმარებლური „ბიჭვინთის სანაპიროები“ დარჩა 블랙베리 링크.

ქართული „კარტოგრაფიული სასოწარკვეთილება“ შესაშურად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. „დაკარგული ტერიტორიების“ ნარატივი, გეოპოლიტიკური თამაშები რუსეთთან და ევროპასთან, იშვიათი თემებია, რაც ადამიანებს აერთიანებს და ამავდროულად, რეალურ, ყოველდღიურ პრობლემებს მოხერხებულად ფარავს.

დღეისათვის, მამების თაობის ტრადიციული საქართველოს უარყოფა ახალი იდენტობის საფუძველია. ლიბერალურად განწყობილი შვილებისთვის „პრო-დასავლურობა“ სოლიდარობაში არ გამოხატულა, თავისუფლება ნეგატიურ ხასიათს და მამებისგან თავდაცვას ვერ გასცდა. საზოგადოება „ბნელია“, ამიტომ არავითარი ვალდებულების გრძნობა მისდამი არ არსებობს, „ლიბერალობა“ კი „სიბნელისგან“ დისტანცირების კომფორტული შეგრძნებაა. დიდ ცინიზმად მოჩანს ის ფაქტი, რომ კონსიუმერული ცხოვრების (მამების!) სტილით განებივრებულ ადამიანებს ნაკლებად გამართლებული სხვა თანამოქალაქეები შეიძლება მხოლოდ შუა მაისის დღეებში გაახსენდეთ. სახელმწიფო თითქოს დროებით ნავსაყუდელად იქცა, ბინძურ ჰოსტელად, საიდანაც იღბლიანები უკანმოუხედავად გარბიან.

ერთი სიტყვით, ჭეშმარიტად ქართულ სოლიფსიზმს ბოლო არ უჩანს. ამის სიმბოლური გამოხატულება „თემთა ტრაგედიაა“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, სადაც ტროტუარებზე სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება ადამიანებისთვის.

ირაკლი გუნია

ბლოგი: 17 მაისი და უცნაური მოკავშირეები

ადამიანების ყუთებში განაწილების მოყვარულთათვის ამერიკელი მწერალი ნორმან მეილერი უსიამოვნო შემთხვევაა. ის უპირისპირდებოდა ვიეტნამის ომსაც და ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსაც. მეილერს სძულდა როგორც მასობრივი ძალადობის ჩადენა და ამერიკულ „სუპერ-სახელმწიფოში” ასახული მკვლელობისკენ მისწრაფება (sic), ასევე ამის უარმყოფი აჯანყებული ელიტა, მდიდრული ჰიპსტერული კლასი, რომელმაც ადრინდელი რადიკალი მარქსისტები შეცვალა 다운로드. ნორმან მეილერი ასეთ მეამბოხეს „თეთრ ზანგს“, „ამერიკელ ეგზისტენციალისტს“ და „ფილოსოფიურ ფსიქოპათს“ უწოდებდა, ხოლო 1960-იან წლებს „ძალადობის, ახალი ისტერიის, გაურკვევლობისა და აჯანყების ხანას… რომელმაც კონფორმულობის ხანა ჩაანაცვლა“.

ზოგადად, მეილერის ნაწერებში ამერიკულ ცხოვრებაში არსებული ძალადობის თემა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა. მისი თქმით, ძალადობა მწერლებისთვის დარჩენილი ერთ-ერთი ბოლო საზღვარია 다운로드. თავად მეილერისთვის ძალადობა ეგზისტენციური მომენტია, რაც ნათლად წარმოაჩინა მის ალბათ ყველაზე ცნობილ რომანში „ღამის არმიები“ (1968). ანტი-ვიეტნამური დემონსტრაციის აღწერისას, მეილერი გადმოსცემს თავის მთავარ სათქმელს, რომ ძალადობა აჩლუნგებს აზროვნებას და ამ დროს, ხალხი აღარ უსმენს ერთი მეორეს. ამგვარი ეგზისტენციური მომენტების დროს, ძალადობა ზღუდავს და გარს ერტყმის ადამიანის სიცოცხლის ყველაზე შემოქმედებით ფორმას – აზროვნებას 다운로드. შეხედულებები რჩება გათიშული და გაყინული, ვიეტნამი კი სწორედ გაყინული აზროვნების ნიმუშია ამერიკის ისტორიაში.

17 მაისი ერთი ასეთი ეგზისტენციური მომენტია ჩვენს უახლოეს ისტორიაში. მომხდარმა აქციამ და მას მოყოლილმა ძალადობამ ბუნებრივად გამოიწვია წარმოსახვითი ბრძოლის ველის ორ მხარეს ყველაზე გარკვეული და ერთმანეთის სრულიად საპირისპირო იდეების აღზევება.

ემოციურ ფონზე, პირობითად „ლიბერალურ“ მხარეს დაწინაურდა იდეა „ქართველი ერის სიბნელის“ შესახებ, ხოლო „ქართველი ერის“ მხარეს – „ლიბერალების გაევროპელების“ შესახებ. ერთის აპოთეოზია თეოკრატიის დადგომა, მეორის კი კონსერვატორული ფასეულობების დაკარგვა. ორივე იდეა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მტკიცებულებასაა მოკლებული და უმთავრესად, პარანოიას ეფუძნება (ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში არ არსებობდეს შესაძლებლობა). ამ იდეებზე აგებული იდენტობები ერთმანეთის სრულ უარყოფაზეა აგებული და 17 მაისის მაგვარი ეგზისტენციური მომენტებით საზრდოობს. მათი მხრიდან ერთმანეთის შიშით განპირობებული ნაბიჯები მხოლოდ გააძლიერებს ერთი მეორეს და ეს ფაქტორი მათ ერთმანეთის უცნაურ მოკავშირეებად აქცევს.

საბოლოოდ, 17 მაისის დარი შემთხვევები ხელს უშლის ერთი მხარისთვის, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის და მეორე მხარისთვის, დასავლეთის გაგებას. ამით საფრთხე ექმნება, როგორც აქამდეც მძიმე დღეში მყოფ ემპათიის უნარსა და სოციალურ სოლიდარობას, ისე დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ადამიანის უფლებების ცნებებს.

საინტერესოა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან არაადამიანურად გაუსწორდნენ თანამოქალაქეებს? თავისთავად ცხადია, რომ პრობლემა არის არა მოსახლეობის დიდი ნაწილის კონსერვატორულ შეხედულებებში (რაც სრულიად ნორმალურია ბევრი ევროპული სახელმწიფოსათვისაც), არამედ მის ერთ სეგმენტში, თანამედროვე ქართულ რადიკალურ მემარჯვენეობაში.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად გაუმართლა, გერმანელი მოაზროვნის ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის სიტყვებით, იზოლირებული ინდივიდუალები, რომლებიც შეიძლება ვინმეს სასიკვდილოდ გამეტებით „რადიკალური ლუზერები“ გახდნენ. მათთვის დამახასიათებელია რესენტიმენტის განცდა, როდესაც საკუთარ იმედგაცრუებაზე სხვას სდებ ბრალს. თავის სანობელო სიტყვაში, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი შენიშნავდა, რომ თანამედროვე მედიის საშუალებებმა, უფრო გაზარდეს „დღეს კაცობრიობის უმთავრესი შიშები – შიში დარჩე გარეთ, შიში არაფრად ჩაგთვალონ, გამოუსადეგარობის განცდა, რაც ამ შიშებს თან სდევს, კოლექტიური დამცირებები… მწუხარებები, წარმოსახული შეურაცხყოფები და ნაციონალისტური ტრაბახი და აალება, რაც მათი ახლობელია.“ საქართველოში ასეთი ადამიანისთვის მიმზიდველი ხდება ზოგიერთი ღვთისმსახურის რიტორიკა, რომელიც “მსხვერპლის ფსიქოლოგიაზე” აგებული ისტორიის პოპულარული აღქმის და ქრისტიანული მილენარიზმის ნაზავია. თავად ეკლესიას  მოსახლეობის უმეტესობის ცხოვრებაში დიდი როლი არ აქვს. 2013 წლის სოციოლოგიური გამოკითხვებით, 58% რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელაც არ ესწრება.

რა შეიძლება გაკეთდეს ასეთი ვითარებიდან გამოსასვლელად? კანონის უზენაესობის დაცვა და ძალადობის აღკვეთა არის ერთგვარი sine qua non, რომელზე უარისთქმაც არასოდეს შეიძლება; ღია საზოგადოება და დემოკრატიის პირობები, რომ შეხედულებები ჩაკეტილი და ამით თვით-დამღუპველი არ გახდეს; რელიგია და მით უფრო ქრისტიანობა, რომელიც კაცთმოყვარებასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, თავად გარიყავს ნებისმიერ ძალადობას; კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ თანაბარი შესაძლებლობა და განვითარების პირობები. ეს უკანასკნელი ფაქტორი აუცილებელია, მაგრამ არა გადამწყვეტი. საქართველოს მაგალითიდანვე, საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდში არსებულ კეთილდღეობას ხელი არ შეუშლია მრავალისთვის დარჩენილიყო ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერად.

ამ ზედაპირზე არსებული პასუხების მიღმა, არსებობს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება – აუცილებელია ინტელექტუალური სამუშაო  საქართველოს ისტორიის უკეთ გასაგებად. საბჭოთა საქართველოში არსებული კულტურული ნაციონალიზმის წყალობით, დღესაც სკოლის მერხებიდანვე ხდება ისეთი ისტორიის აღქმის პოპულარიზება, რომელიც ხელს უწყობს „მსხვერპლის ფსიქოლოგიის“ ჩამოყალიბებას. ამის გარდა, საინტერესო გამოწვევად ჩანს რადიკალური მემარჯვენე ძალების პოლიტიკაში ჩართულობა. პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებული და პრაქტიკაში ბევრჯერ რეალიზებული მოდერაციის თეორიის მიხედვით, რადიკალური პარტიები პოლიტიკაში ჩართვით საკუთარ ხმამაღალ იდეებზე უარს ამბობენ და მეტი ამომრჩევლის მოსაზიდად ცენტრისკენ გადადიან. დაუშვებელია მათთვის პოლიტიკური სივრცის წართმევა, რადგან ამით ასეთ ძალებს და მათ მხარდამჭერებს მსხვერპლის მენტალობა განუვითარდებათ და შესაძლოა, რადიკალურ მეთოდებსაც არ მოერიდნონ.

პ.ს. ნორმან მეილერი 2007 წელს მანჰეტენზე გარდაიცვალა. თავის უკანასკნელ საჯარო გამოსვლაში მან დაგმო ერაყში შეჭრა და თქვა – „დემოკრატია მიიღწევა მხოლოდ იმ ქვეყნებით, რომლის ინდივიდუალებს შეუძლიათ არა მხოლოდ თავისუფლებით ტკბობა, არამედ მძიმე შრომაც მის შესანარჩუნებლად.“

ირაკლი გუნია