ტეგების არქივი: Orthodox Christianity

ბლოგი: ქართული ნაციონალიზმი

შესავალი

ამ რამდენიმე დღის წინ ტომას დე ვაალის სტატიას ვკითხულობდი, სადაც ავტორი წერს, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობაში ნაციონალისტური შეხედულებები წინა მთავრობასთან შედარებით უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი. ამის მიზეზად ავტორი იმ არატოლერანტულად განწყობილ ჯგუფს ასახელებს, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს შეადგენს და რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება ევროპისკენ. ამით დე ვაალმა ქართული ნაციონალიზმი ანტი-ევროპულ, ქსენოფობიურ და რეგრესეულ იდეოლოგიასთან გააიგივა, რაც მე ქართული ნაციონალიზმის არასრულ დეფინიციად მეჩვენება. შესაბამისად, არასწორად მიმაჩნია მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა დღევანდელზე ნაკლებად ნაციონალისტური იყო abap 엑셀 다운로드. სანამ წინა მთავრობის ნაციონალიზმზე გადავალ, ჯერ ქართული ნაციონალიზმის დე ვაალისეურ დეფინიციაზე დავწერ.

შეკითხვა

ქართულ ნაციონალისტურ დისკურსთან ყველაზე ხშირად ილია ჭავჭავაძის ‘ენა, მამული, სარწმუნოება’ ასოცირდება. გია ნოდია ილიას ამ ტრიადას ეროვნული იდენტობის ნიშნებს უწოდებს, რომლებიც წარმოადგენს მთავარ საფუძველს, ბაზისს, რასაც ემყარება ქართული ნაციონალიზმი, ანუ ქართველი ერის იდეა. ხოლო ვალდებულებას, რომ იდენტობის ეს ნიშნები შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ, ნოდია ‘ნაციონალისტური პროგრამის კლასიკურ ფორმულირებას’ უწოდებს, როგორც ეს ჭავჭავაძის ფრაზაშია მოცემული: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება 윈도우 업데이트 보류중인 다운로드. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“. ბოლო წლების განმავლობაში ამ ტრიადაში «სარწმუნოებამ» მოიპოვა დომინანტი პოზიცია. მართლმადიდებლობა და მისგან მომდინარე დოგმები/აზროვნება, მაგალითად ჰომოფობია, ქართული ეროვნული იდენტობის (ქართველობის) მთავარ ინგრედიენტი გახდა ან როგორც გიორგი მაისურაძემ თქვა, “ჰომოფობია ქართველთა ერთობის ერთადერთ ფაქტორდაც იქცა”. ასეთი შეხედულებებით პარლამენტში ბევრი გამოირჩევა, მაგალითად უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე 다운로드. მისი და მისი თანამოაზრეების აპელირება სულიერებაზე, ტრადიციების შენარჩუნებასა და ‘ჰომოსექსუალისტური პროპაგანდისგან’ მომავალი თაობების დაცვაზე იდეალურად ჯდება ნაციონალისტურ რიტორიკაში, და სწორედ ამას გულისხმობს დე ვაალი. მაგრამ არის კი ეს უფრო ნაციონალისტური ვიდრე წინა მთავრობის რიტორიკა?

პასუხი

მგონია, რომ არ არის, იმიტომ, რომ ანტი-ევროპელობის გაიგივება ქართულ ნაციონალიზმთან არის ამ უკანასკნელის ვიწრო, ცალმხრივი გაგება. წინა მთავრობის პრო-დასავლური რიტორიკა სულაც არ გამორიცხავს მის ნაციონალისტობას 다운로드. უფრო მეტიც, ეჭვი მაქვს, რომ წინა მთავრობის პოლიტიკური ელიტა ესწრაფვოდა, რომ ყოფილიყვნენ ნაციონალისტები და ამის მეშვეობით თავიანთი ნარატივი, და შესაბამისად პოლიტიკური პროგრამა და ინტერესები ნაციონალურად, საერთო-ეროვნულ ინტერესებად ექციათ. პარტიის სახელიც („ნაციონალური მოძრაობა“) ამაზე მეტყველებს.

მე ვუშვებ იმას, რომ სააკაშვილი და მისი გუნდის ნაწილი მართლა იდეალისტი იყო და სურდათ საქართველოს გარდაქმნა დასავლურ სახელმწიფოდ. მაგრამ ის რეფორმები, რაც ამ მიზნის მისაღწევად უნდა ჩატარებულიყო, დიდი ალბათობით მოსახლეობის მოზრდილ ნაწილს გარიყავდა (რაც მოხდა კიდეც) და ხელისუფლებას წაართმევდა (ესეც საბოლოოდ მაინც მოხდა) 다운로드. იმისათვის, რომ მთავრობას მხარდაჭერა შეენარჩუნებინა, საჭირო იყო რომ მოსახლეობის უმრავლესობას მთავრობის პოლიტიკური მიმართულება/პროგრამა უალტერნატივოდ მიეჩნია. სწორედ აქ გაჩნდა ნაციონალიზმის საჭიროება: წინა მთავრობამ საკუთარი ინტერესები/სურვილები ნაციონალიზმით შეფუთა ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი და ქვეყნის ეროვნული ინტერესი ერთმანეთს გაუთანაბრა. ერთმანეთს გაუთანაბრა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დარჩენა და ქვეყნის გადარჩენა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2012 წელს წინასაარჩენო პერიოდში, როდესაც მოწინააღმდეგე „ქართული ოცნების“ გამარჯვების სინონიმად „წარსულში დაბრუნების“ ცნება შემოიტანეს პოლიტიკურ დისკურსში 다운로드.

სააკაშვილის ნაციონალიზმი მეტწილად ემყარება ჟვანიას ცნობილ ფრაზას: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, რითაც პარლამენტის იმდროინდელმა სპიკერმა ევროპელობა ქართული ეროვნული იდენტობის ნიშნად მოიხსენია, ისევე, როგორც ჭავჭავაძემ ენა, მამული და სარწმუნეობა. თუმცა, არ ვიცი რამდენად ჰქონდა წაკითხული მიშას სპინოზა ან ჰეგელი, მაგრამ მათ მიერ წამოწეული პრინციპის – omnis determinatio est negatio – დარად, სააკაშვილის პრო-დასავლური ნაციონალიზმი რამდენადაც დასავლეთისკენ სწრაფვას ეფუძნებოდა, იმდენად, და შეიძლება უფრო მეტადაც, რუსეთის უარყოფასა და მისგან მტრის ხატის შექმნაზე იყო დამყარებული. ჟვანიას ფრაზას სააკაშვილმა დაახლოებით ასეთი ფორმულირება მოუძებნა, რაც ასევე მოკლედ აღწერს წინა მთავრობის ნაციონალისტურ ნარატივს: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი, და მაშასადამე რუსეთი არის ჩემი მტერი“. რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა ორი მიზნით იყო მომგებიანი წინა მთავრობისთვის:

ა) რუსეთის წარმოჩენა დასავლეთის ალტერნატივად და შემდეგ რუსეთის წარმოჩენა მტრად, ბუნებრივს ხდის ქვეყნის დასავლურ არჩევანს, როგორც შესაბამისს ეროვნულ ინტერესთან 대진제국1 다운로드. ამით მთავრობამ საკუთარი ინტერესის ეროვნულ ინტერესად გასაღება შეძლო, ხოლო საკუთარი მოწინააღმდეგეების მარგინალიზაცია მოახერხა, როგორც ეროვნული ინტერესების მტრების. ამ ნარატივს ზაალ ანდრონიკაშვილი შემდეგნაირად აღწერს თავის ერთ ბლოგში: “მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოში განახორციელოს რეფორმები და შეინარჩუნოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველა დანარჩენი ან პირდაპირი ან ლატენტური მტერია, ამიტომ ყველა, ვინც პირდაპირ არ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას, ირიბად უჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობის=ქართული სახელმწიფოებრიობის მტერს“;

ბ) მტრის არსებობა მთავრობას საშუალებას აძლევდა მუდმივად საგანგებო რეჟიმის იმიტაცია შეექმნა, როდესაც მტერი ეს-ესაა თავს უნდა დაგვესხას. ასეთი მდგომარეობა ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების, ძალაუფლების ვერტიკალისა და ასევე სახელმწიფოს მიერ ძალადობის, თვალთვალისა და მოსმენების ლეგიტიმაციას ახდენდა (1984-შიც ხომ ასე ხდება) 워크 카오스 다운로드.

2009 წლის სტატიაში ნოდია თანამედროვე საქართველოს ეროვნულ (ნაციონალურ) იდეას, რასაც მე სააკაშვილის ნაციონალიზმი ვუწოდე, ასე აღწერს: „საქართველო არის ევროპის ნაწილი… დასავლეთი წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს განვითარების მისაბაძ მაგალითს… დასავლეთი არის საქართველოს მეგობარი, მოკავშირე… რუსეთი არის მთავარი მოწინააღმდეგე“. ავტორს მიაჩნია, რომ ნაციონალიზმის ასეთი გაგება და მისგან გამომდინარე პოლიტიკური პროცესები საკმაოდ სტაბილური გამოდგა ბოლო წლების მანძილზე და ამ ნარატივის ოპონენტები მარგინალიზირებული არიან. ნოდიას დასკვნას ამყარებს ამ რამდენიმე დღის წინ მარგველაშვილის განცხადება, რომელიც მან თბილისში გამართულ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ კონფერენციაზე გააკეთა: „[ევროპის] არჩევანი გაკეთებულია თაობების მიერ და ამ გზაზე ჩვენი სიარული მარტო ჩვენი პოლიტიკური ნება არ არის, ეს არის ვალდებულება, რაც გვაქვს ჩვენი წინაპრების და შთამომავლების მიმართ”. ამ განცხადებით მარგველაშვილმა მხოლოდ ის კი არ დაადასტურა, რომ საქართველოს ეხლანდელი მთავრობა აგრძელებს წინა მთავრობის პრო-დასავლურ კურსს, არამედ ისიც, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტაც (ამ შეხვედრაზე პრეზიდენტის გვერდით ისხდნენ უსუფაშვილი და ღარიბაშვილი და დაახლოებით მსგავსი შინაარსის სიტყვა წარმოთქვეს) წინას მსგავსად ევროპელობას ნაციონალიზმის ჭრილში ხედავს 다운로드. ამ უკანასკნელზე მიუთითებს მარგველაშვილის მიერ გაკეთებული აქცენტი ისტორიულ არჩევანსა და ვალდებულებაზე მომავალი თაობების მიმართ, რაც ფაქტიურად იმეორებს ჭავჭავაძის ზემოთ მოყვანილი ფრაზის პათოსს და ნოდიას მიერ განსაზღვრულ ‘ნაციონალისტური პროგრამის კლასიკურ ფორმულირებასაც’ მშვენივრად ერგება.

დასკვნა

საბოლოო ჯამში ნოდიას დასკვნა პრო-ევროპული ნაციონალიზმის სტაბილურობის შესახებ მაინც არ მგონია ზუსტი. მართალია ხელისუფლების დიდ ნაწილში ევროპულობა ეროვნულ იდეასთან ასოცირდება, როგორც ეს მარგველაშვილის განცხადებაში ჩანს, და მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირსა (81%) და ნატოში (73%) გაწევრიანების მომხრეა (NDI, 2013), ხოლო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარმა პრო-რუსულად განწყობილმა კანდიდატმა ხმების სულ რაღაც 10% მიიღო, ანტი-ევროპულ ნაციონალიზმს საქართველოში მაინც სერიოზული პოტენციალი გააჩნია. თავი რომ დავანებოთ საგანელიძეს და მის თანამოაზრეებს პარლამენტსა თუ მთავრობაში, ისიც საგულისხმოა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც თავის მხრივ დასავლური ღირებულებებისა და ზოგადად დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს 다운로드. ისიც, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ცხადი გახდა ეკლესიის მიზანმიმართული მცდელობა, რომ მოსახლეობაში შექმნას ‘გარყვნილი’ ევროპის იმიჯი. ეკლესია, ისევე როგორც სააკაშვილი თავის დროზე, თავისთვის სასარგებლო ნაციონალისტური ნარატივის შექმნისას და საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად იყენებს მტრის ხატს, რომელთან წინააღმდეგობაში საკუთარი იდენტობის უპირატესობასა და აუცილებლობას უსვამს ხაზს. თუ კი სააკაშვილი გვარწმუნებდა, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და მისი ერთადერთი საზრუნავი საქართველოს ოკუპაციაა, ეკლესია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპა ამორალურია და მისი ღირებულებები ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება. მაგალითად მითი, რომ „ქართველი გეიები არ არსებობენ“ და რომ დასავლეთი ძალით გვახვევს თავს ჰომოსექსუალობას, ამ ნარატივის თვალსაჩინო ნაწილია.

ერთი სიტყვით, დღეს საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში ორი განსხვავებული ნაციონალისტური ნარატივი არსებობს. ორივეს საკუთარი დასაყრდენი, ინტერესთა ჯგუფები და მოქმედების არეალი გააჩნია. საგარეო ასპარეზზე დასავლეთი, შეიძლება ითქვას, უალტერნატივო არჩევნად ითვლება, ხოლო შიდა პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში ტრადიციული, კონსერვატორული იდეები სჭარბობს, რასაც მეტწილად მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენა კვებავს. საინტერესოა, როდესაც ევროპასთან იმ დონის ინტეგრაციას მივაღწევთ, როდესაც ევროპული პოლიტიკა საგარეო სფეროდან საშინაო საქმეებშიც შეამოღწევს და საგარეოსა და საშინაოს შორის ზღვარი შემცირდება, როგორ შეიცვლება ქართული ნაციონალიზმი.

ანდრია მერაბიშვილი