ტეგების არქივი: ლევან წკრიალაშვილი

ბლოგი: გზად ევროკავშირისკენ – „სინგაპურის“ გავლით?

2013 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში ძალაში შევიდა კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“[1], რომლის მიხედვითაც მთავრობას აეკრძალა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება რეფერენდუმის გარეშე*, განისაზღვრა მნიშვნელოვანი ფისკალური კრიტერიუმები[2] და კონსტიტუციურად გამყარდა კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება. კანონში გაწერილია ეკონომიკური პოლიტიკის ის ძირითადი პრინციპები, რომელთა შესახებ საყოველთაო კონსენსუსი არ არსებობს და კვლავაც განხილვის საგნად რჩება 다운로드.

„ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს განსახილველად 2009 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. პრეზიდენტის ეკონომიკური გუნდის მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავდა ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკაში პასუხისმგებლობის ნორმების კონსტიტუციურად დამკვიდრებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ქვეყნის მაკროეკონომიკური კლიმატის სტაბილურობას და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნას 다운로드.[3]

საგულისხმოა, რომ „ეკონომიკის თავისუფლების აქტს“ მოწინააღმდეგეები წარდგენისთანავე გამოუჩნდნენ. ეკონომისტმა ლადო პაპავამ მას „ღია კარის მტვრევა“ უწოდა[4], ხოლო ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კი ეს „ქვეყნის სინგაპურიზაციად“ და „ბენდუნომიკის“ გამარჯვებად შეაფასა, რაც მისივე თქმით ქვეყანას საბოლოოდ დააკარგვინებდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსს 로보카폴리 시즌2.[5]კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა კი ემოციურ-პოპულისტური რიტორიკის გარეშე გაამახვილა ყურადღება საკანონმდებლო ასპექტის იმ დეტალზე, რომელიც დამატებითი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სამსახურების შექმნისა და ახალი ლიცენზიების შემოღების აკრძალვას ითვალისწინებდა.  აღნიშნული ნორმა, და საქართველოს გაცხადებული სწრაფვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, ბუნებრივად უქმნიდა დაყოვნების საფრთხეს ამ უკანასკნელს.

თუმცა, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ საფუძველზე შემუშავებული საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ აწესებს სწორედ იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც თანამედროვე ევროკავშირის სავალუტო ინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებია. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 3%, ხოლო სახელმწიფო ვალი არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%.

აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ თავდაპირველ ვერსიაში, კანონით დაშვებული გამონაკლისების გარდა (ეკონომიკური რეცესია, საომარი ან საგანგებო მდგომარეობა) ამ პარამეტრების დარღვევაზე მთავრობა დაუყოვნებლივ აგებდა პასუხს, თუმცა კანონპროექტის წარდგენიდან, მის მიღებამდე იგი რამდენჯერმე შეიცვალა და ამჟამად მთავრობა, ხსენებული პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულია პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს მომავალი ორი წლის ბიუჯეტი, რომელიც დადგენილ ზღვრებში დაბრუნების ნორმას უნდა ითვალისწინებდეს. ამან „ეკონომიკური თავისუფლების კანონი“, ამჯერად ლიბერალ ეკონომისტთა კრიტიკის ობიექტად აქცია, რომელთა აზრითაც იგი „ეკონომიკური თავისუფლების აქტის ცუდი ვერსიაა“.[6]

კანონპროექტის განხილვის პერიოდში, ეს ერთადერთი ცვლილება არ ყოფილა. ცხადი იყო, რომ დათქმა ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის შესახებ, ნაკლებად პრიორიტეტული აღმოჩნდებოდა ევროკავშირის „პირობითობის“ მძლავრი პოლიტიკის მოქმედების  პირობებში. შესაბამისად, 2011 წლის ივლისში დამტკიცებული კანონის საბოლოო ვარიანტში ხსენებული დათქმა აღარ ფიგურირებს და კონსტიტუციური შეზღუდვა დამატებითი მარეგულირებელი უწყებების შექმნის და ახალი ლიცენზიების გაცემის თაობაზე აღარ არსებობს. ეს ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში უფრო მეტ სივრცეს აძლევს მანევრირებისთვის.

„ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ შემოტანიდან მის მიღებამდე განვლილ პერიოდში განცდილმა ტრანსფორმაციამ ნათლად დაგვანახა განვითარებადი ქვეყნისთვის ღირებულებებზე დამყარებული გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნების აღსრულების ნაწილობრივი უპირატესობა მომგებიან, რაციონალურ ეკონომიკურ გათვლებთან შედარებით. იმის მიუხედავად, რომ ამ პოლიტიკური მიზნების აღსრულება შორეული მომავლის საქმეა და დაუყოვნებელი ეკონომიკური სარგებლის პერსპექტივაც არც ისე ცხადია, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ერთგვარ პოპულისტურ პოზიციონირებაზე და ისწრაფვის პოლიტიკური არასტაბილურობის გაჩენის რისკის მაქსიმალურად შემცირებისკენ.

ზემოთქმული სულაც არ აკნინებს „ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ კანონის მნიშვნელობას. პირიქით, ფისკალური პარამეტრების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრით და ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დამატებითი გადასახადებით დატვირთვისგან თავშეკავების საკანონმდებლო დონეზე გაფორმებით, იგი მეტ-ნაკლებად აცლის ყველა ბერკეტს პოპულისტური დემაგოგიისკენ მიდრეკილ პოლიტიკოსებს, რომელთა ნაკლებობაც თანამედროვე დემოკრატიების პირობებში საერთოდ არ იგრძნობა.

თავის მხრივ, ეს შეიძლება ქვეყანაში „მსუბუქი“ კონსტიტუციური რესპუბლიკანიზმის შემოღების მცდელობადაც იქნეს განხილული და სწორედ აქ შეგვიძლია მტკიცედ უარვყოთ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ კრიტიკოსთა ბრალდებები, თითქოს კანონი ავტორიტარული რეჟიმების პოლიტიკითაა ინსპირირებული. მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე უფრო „ანტიავტორიტარული“, როდესაც ქვეყნის მმართველსა და მის გუნდს უზღუდავ სახელმწიფო ფინანსების არბიტრარულად ხარჯვისა და ალოკაციის შესაძლებლობას, ხოლო ახალი გადასახადის დაწესების საკითხით სწორედ მათ მივმართავთ, ვისაც უშუალოდ ეხება მისი თანმდევი ეფექტი?

შესაბამისად, „ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ კანონი გვევლინება არამხოლოდ ფისკალური და საინვესტიციო, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის გარანტადაც. დღევანდელ დღეს, როდესაც დაუბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტი, გაბერილი სოციალური ვალდებულებები და უზარმაზარი სახელმწიფო ვალი განვითარებული ქვეყნების თავის ტკივილად იქცა და ზოგიერთ შემთხვევაში სოციალურ მღელვარებასაც მისცა ბიძგი, ეს უაღრესად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. იმაზე მსჯელობა კი, თუ რამდენად კარგად გაართმევს თავს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ ერთგვარი „ფისკალური ანტივირუსის“ ფუნქციის შესრულებას მყიფე და დაუხვეწავი საკანონმდებლო პრაქტიკის და მწირი საპარლამენტო გამოცდილების პირობებში, სავსებით ლეგიტიმური, თუმცა ნაადრევია.

ლევან წკრიალაშვილი

ლევან წკრიალაშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული. ის ამჟამად ხელმძღვანელობს ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ სალექციო კურსს გორის უნივერსიტეტში.

* „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად „საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება“


[1] https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1405264&lang=ge

[2] http://www.civil.ge/geo/article.php?id=21847

[3] http://www.mof.ge/News/3758

[4] http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/112040-lado-papava-ekonomikuri-thavisuflebis-aqti-ghia-karis-mtvreva-klasikuri-shecdomebi-da-mkholod-piarze-gathvlili-iniciativaa.html?ar=A

[5] http://www.ambebi.ge/ekonomika/38872-ekonomikis-thavisuflebis-aqti-dabali-gadasakhadebi-da-liberaluri-ekonomikuri-politika.html

[6] http://7days.ge/index2.php?newsid=9236