ტეგების არქივი: ალექსანდრ ქული

Alexander Cooley & Lincoln Mitchell – Engagement without Recognition: A New Strategy toward Abkhazia and Eurasia’s Unrecognized States

ავტორები, ალექსანდრ ქული და ლინკოლნ მიჩელი, ამ სტატიაში გვთავაზობენ დასავლეთის ქვეყნების ახალ მიდგომას აფხაზეთის მიმართ სახელად “ურთიერთობა აღიარების გარეშე”, რომლის მიზანია აფხაზეთის გამოყვანა ამჟამინდელი საერთაშორისო იზოლაციიდან და შესაბამისად, რუსეთის მონოპოლისტური გავლენის სფეროდან 다운로드. ამ სტრატეგიის მიხედვით, აფხაზეთს საშუალება მიეცემა, რომ დასავლეთთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურსა და კულტურის სფეროებში დაამყაროს კავშირები, რათა სოხუმზე რუსეთის გავლენა შემცირდეს 최신 음악 다운로드. ამ სტრატეგიის განხორციელების პარალელურად დასავლეთმა უნდა გააგრძელოს არაღიარების პოლიტიკა და დაადასტუროს, რომ არც აშშ და არც ევროკავშირი არასდროს არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს 아이나비 맵 데이터 다운로드. სუვერენიტეტის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტის განცალკევებით აფხაზეთის მმართველობის საკითხისგან დასავლეთს საშუალება მიეცემა, რომ მოიპოვოს სტრატეგიული ბერკეტი აფხაზეთთან მიმართებაში, რაც დასავლეთის ქვეყნებს ამჟამად არ გააჩნიათ 각시탈 게임.

Cooley, A., & Mitchell, L. A. (2010). Engagement without Recognition: A New Strategy toward Abkhazia and Eurasia’s Unrecognized States 다운로드. The Washington Quarterly, 33(4), 59-73.

ჩამოტვირთვა

Alexander Cooley & Lincoln Mitchell – No Way to Treat Our Friends: Recasting Recent U.S./Georgian Relations

ავტორები, ალექსანდერ ქული და ლინკოლნ მიჩელი, ამ სტატიაში წერენ, რომ აშშ-ის მიდგომა და პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელმაც ვერ უზრუნველყო 2008 წლის კონფლიქტის პროგნოზირება და თავიდან აცილება, დამყარებული იყო ორ მცდარ პრინციპზე 다운로드. პირველი იყო აშშ-ის მიერ საქართველოში ფართო დემოკრატიული განვითარების მაგივრად პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა 삼성 fn 메신저 다운로드. მეორე იყო აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა მაშინ, როდესაც უმჯობესი იქნებოდა ვაშინგტონს საქართველოს გაყინულ კონფლიქტებში მიუკერძოებელი მედიატორის როლი შეესრულებინა 다운로드. დროთა განმავლობაში, მჭიდრო პირადმა ურთიერთობებმა, რომელიც ჩამოყალიბდა ვაშინგტონსა და თბილისს შორის, სააკაშვილის რეჟიმის შიდა ინტერესები და პრიორიტებები აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკურ მიზნებად გადააქცია და დაეხმარა თბილისს არაჯანსაღი გავლენა მოეპოვებინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე 다운로드.

Cooley, A., & Mitchell, L. A. (2009). No way to treat our friends: recasting recent US–Georgian relations. The Washington Quarterly, 32(1), 27-41.

ჩამოტვირთვა