საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება იგეგმებოდა 정진철 다운로드. მაგრამ ეს ჯერ კიდევ მიუღწეველი რჩება. ეკონომიკური კოლაფსი, სეპარატისტული გამოწვევები, სამოქალაქო ომი და დღემდე შემორჩენილი საბჭოთა მმართველობის მემკვიდრეობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კონსოლიდირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის ამ ოცწლიანი ბრძოლის მთავარი მახასიათებლებია 다운로드. ამ წიგნში სტივენ ჯონსი კრიტიკულად აანალიზებს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უახლეს ისტორიას და წარმოაჩენს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ტრანციზიამ არა მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ მის მოქალაქეებზეც 다운로드. დამოუკიდებელი საქართველოს ეს ავტორიტეტული გამოკვლევა აუცილებელი საკითხავია პოსტ-საბჭოთა სამყაროთი დაინტერესებული პირვებისთვის 삼국지6pk 다운로드.
“ეს წიგნი საქართველოს შესახებ უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომელიც შექმნა ამ სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეცნიერმა 다운로드. სტივენ ჯონსმა დაწერა აუცილებელი ანალიტიკური კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის შესახებ, რომელიც სენსიტიურია კულტურული სხვაობების მიმართ, გამორჩეულია ცოდნით, გულწრფელი და ნამდვილია 다운로드. ნაშრომის სიღრმე და თვალსაწიერი მნიშვნელოვანს ხდის მას მეცნიერებისა და პოლიტიკოსებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მკითხველისთვის, რომელსაც აინტერესებს ეს პატარა, მაგრამ საინტერესო – და გეოპოლიტიკურად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე – ქვეყანა.” დოქტორი ჯული ჯორჯი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი
Jones, S. (2012). Georgia: A Political History Since Independence. London, England: I.B. Tauris & Co Ltd
ხელმისაწვდომია Amazon-ზე; რეცენზია (The Economist)