ტეგების არქივი: ნაციონალიზმი

David S. Siroky and David Aphrasidze – Guns, Roses and Democratization: Huntington’s Secret Admirer in the Caucasus

საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა კავკასიაში, მაგრამ მის დემოკრატიზაციას თან ახლდა ჰანთინგტონური განვითარების კრიზისები, რაც გამოიხატა ეთნიკურ კონფლიქტებსა და სამოქალაქო ომებში 극한 영화. ავტორები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურ არასტაბილურობაში ეს ვარიაცია საუკეთესოდ აიხსნება ნაციონალიზმსა და პოლიტიკურ ინსტიტუციონალიზაციას შორის ინტერაქციაზე ვიდრე მათ დამოუკიდებელ ეფექტებზე ფოკუსირებით 다운로드.

Siroky, D. S., & Aprasidze, D. (2011). Guns, roses and democratization: Huntington’s secret admirer in the Caucasus. Democratization, 18(6), 1227-1245 자바 jdk 1.7 다운로드.

ჩამოტვირთვა

ძველით ახალი ქართული ელიტები

ისტორია რომ არ მეორდება, თუმცა ზოგჯერ ირითმება, მარკ ტვენისგან ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაწერენ.  ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  დღემდე, ელიტებმა ქვეყნის ორი ნათელი იდეა წარმოადგინეს, თავიდან რომანტიკულ-ისტორიული შეფერილობის, წინა ათწლეულში – მისი სრული საპირისპირო, ლიბერალური ყაიდისა 다운로드. 2012 წლის არჩევნებზე კი მოხდა ის, რაც სხვა ამერიკელმა სატირიკოსმა ჰ. ლ. მენკენმა 1920 წლის აშშ-ის მაგალითზე აღწერა, როგორც „ინტელექტუალური თაღლითობის მარცხით დაღლილი ამომრჩევლის პატიოსანი იმბეცილობისკენ შებრუნება.“ ახალ ხელისუფლებას ხეირიანი მოდელი არ წარმოუდგენია, მისი პრიორიტეტები ჯერაც ძირითადად ბურუსითაა მოცული 다운로드. მემკვიდრეობად დანატოვარი ევროპული ორიენტირი გაგრძელდა, თუმცა კვლავინდებურად ფასეულობების ახსნაზე თავის შეუწუხებლად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უახლოეს წარსულში ჩვენი ისტორია გაირითმა 다운로드. შევეცდები, განვმარტო.

თავდაპირველად, ისტორია მაშინ გაირითმა, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ისევე როგორც პირველ ჯერზე, „ხონჩით მოერთვა“ (ნოე ჟორდანიას სიტყვების გამოყენებით). ერიკ ჰობსბაუმის საუცხოო მეტაფორას თუ ვიხმართ, ადგილობრივი ყაყაჩოს მომყვანების (ისტორიკოსების და საზოგადო მოღვაწეების) გამოისობით ახალ ქვეყანას მზამზარეული იდენტობა ხვდა წილად 시인의 사랑 다운로드. საბჭოთა პერიოდში, დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში მცხოვრებმა ელიტამ დანარჩენი მოსახლეობა ღრმად გაჟღინთა ეთნიკური ნაციონალიზმით, ან როგორც თაგორმა უწოდა, „ორგანიზებული ეგოიზმით“. ამ მოდელისთვის ინდივიდუალსა და მამარდაშვილის ნანატრ სამოქალაქო საზოგადოებაზე უპირატესი „ხაპიდან დოქში“ გადმოდენილი სისხლი და “ქართული სული” იყო 다운로드. როგორც ნობელიანტი მწერალი ვიდიადჰარ ნაიპოლი ინდოეთზე წერდა, რელიგიამ აქ „არ მისცა ადამიანებს ერთმანეთთან კონტრაქტის, სახელმწიფოს იდეა“. შედეგებიც შესაბამისი აღმოჩნდა, ზოგადად სახელმწიფოს არსებობა სათუო გახდა 다운로드.

2003 წლიდან ხელისუფლებაში უუნარო და დისკრედიტირებული მამების თაობა შვილებმა ჩაანაცვლეს. შვილების მიერ წარმოდგენილი ახალი საქართველოს მოდელი მჭიდროდ უკავშირდება მათ მიერ დასავლეთის წარმოდგენას, რომელიც კარიკატურულად შეუზღუდავი ბაზრის და რუსეთის ანტითეზის ნაზავად იქცა (როგორც ბალტიურ და ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებში) 다운로드. ლამის სახელმძღვანელოებიდან გადმოტანილი ნეოლიბერალური მოდელი იმას გულისხმობდა, რომ შესაძლებლობის გარეშე მიტოვებულ მოსახლეობის უმეტესობას არ მიეცა პოლიტიკურ ცხოვრებაში „შესასვლელი ბილეთი“ (რალფ დარენდორფი), ხოლო სიღარიბემ ისინი „სოციალურად გარიყა“ (ამარტია სენი). მზარდი პროგრესიით იმატებდა იმ იმედგაცრუებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასავლურ ფასეულობებს ხელისუფლებასთან აიგივებდა და მტრულად ეკიდებოდა 러브라이브 스쿠페스 다운로드. ელიტისთვის უსამართლო პოლიტიკურ ეკონომიკას კარგად ნიღბავდა მოსახლეობაზე „ორიენტალისტური“ წარმოდგენები, რომ ის ძველებურად მზრუნველი სახელმწიფოს მოლოდინშია, შრომა ეზარება, საბჭოური კმაყოფა ურჩევნია, ad nauseam ქილიკი 37 მანეთზე. დროის მსვლელობასთან ერთად, „ბნელი“ მასის და მის ალყაში მყოფი ერთი მუჭა ლიბერალების დიქოტომია თვით-ახდენად წინასწარმეტყველებად გადაიქცა 다운로드.

სტივენ ჯონსი თავის წიგნში „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, ერთგან შენიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მომხმარებლის ჩამოყალიბებაზე ზრუნავდა, ვიდრე მოქალაქის. 2000-იანი წლების მოდელით, ლიბერალს არ ეკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა პრეკარიატის წევრების მიმართ 다운로드. პირიქით, არსებული სტატუს-კვო და მათი „სიბნელე“ მას გამოარჩევდა, ქმნიდა. საქართველოში წარმოიქმნა უმცირესი ჯგუფი, რომელსაც პოსტ-კოლონიალური თეორეტიკოსი კვამე ენტონი აპია „კომპრადორულ ინტელიგენციას“ უწოდებს – დასავლური სტილის მოაზროვნეების შედარებით მცირე ჯგუფი, რომლებიც არიან კულტურული პროდუქტების შუამავლები კაპიტალისტური სამყაროდან პერიფერიაში და ავრცელებენ კაპიტალისტურ წარმოებასა და მოხმარებას. სუფრის მომხმარებლის იდეალი საკუთარ უფლებებში გარკვეულმა კონსიუმერმა ჩაანაცვლა, ხაპი ჰიპსტერმა, მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოება კი არ გაჩენილა. შედეგები ისევ სავალალო აღმოჩნდა და 17 მაისს მოძლიერებული ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ მუქარაში გამოვლინდა.

საბოლოოდ, მამების მსგავსად, შვილების მოდელი იყო სხვა არაფერი, თუ არა ელიტების მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი „ორგანიზებული ეგოიზმი“, კვლავ არავითარი კონტრაქტის იდეა ერთმანეთის მიმართ. ისტორია კი იქამდე ირითმება ხოლმე, სანამ რამეს არ ისწავლიან იქიდან.

ირაკლი გუნია

Neil MacFarlane – Democratization, Nationalism and Regional Security in the Southern Caucasus

ეს სტატია ეხება სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და მის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე 마이크로소프트 파워포인트. სტატიის მიხედვით, გვიანი საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დემოკრატიზაცია რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების მნიშვნელოვანი წყარო იყო 스카이캐슬 무료 다운로드. ამის მიზეზი მნიშვნელოვანწილად ის არის, რომ დემოკრატიზაციამ ნაციონალისტური და შოვინისტური იდეების არტიკულაციისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. ამასთან, დემოკრატიზაციამ, გარკვეულწილად, ისეთი სტრუქტურა ჩამოაყალიბა, რომელმაც ელიტების მიერ ნაციონალური მითებით მანიპულირებას შეუწყო ხელი Cura 3.6 download. აქედან გამომდინარე, დემოკრატიზაციას თავისთავად პროაქტიული როლი არ უთამაშია კონფლიქტების გაღვივებაში; ავტორის შეფასებით, დემოკრატიზაცია წარმოადგენდა გარემოს, რომელმაც პოტენციურ კონფლიქტებს “ნება დართო” და საშუალება მისცა, გადაზრდილიყო რეალურ ომებში.

MacFarlane, S. N. (1997). Democratization, Nationalism and Regional Security in the Southern Caucasus. Government and Opposition32(03), 399-420.

ჩამოტვირთვა

David Darchiashvili – National Society and Imperatives of Modern Security

ამ სტატიაში დავით დარჩიაშვილი განიხილავს ნაციონალიზმსა და უსაფრთხოებას შორის კავშირს 뿌요뿌요 피버. ერი და ნაციონალიზმი სარისკო გაერთიანებასა და იდეოლოგიას წარმოადგენს, რადგან ადამიანები ეროვნული დროშის ქვეშ ხშირად მზად არიან უგულებელყონ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე 다운로드. ამის მიუხედავად, საერთაშორისო სისტემა ისეა მოწყობილი და ადამიანების ძირითადი მოთხოვნილებები ქმნის ისეთ იერარქიას, რომელიც განაპირობებს ერი-სახელმწიფოს უპირობო მნიშნელობას ინდივიდუალური თუ კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 다운로드. გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალიზმი არის, ერთი მხრივ, საფრთხე, და მეორე მხრივ, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველი, საქართველოში პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ ეროვნული იდენტობის ისეთი ფორმულა შეიმუშავონ, რომელიც თანაბრად იქნება დაფუძნებული ეთნიკური მიკუთვნებულობისა და მოქალაქეობის პრინციპებზე: მან უნდა ასახოს ეთნიკური თუ რელიგიური რწმენები და ლიბერალურ-დემოკრატიული ნორმები pmbok 4th 한글판 pdf.

Darchiashvili, D. (2009). National Society and Imperatives of Modern Security. Identity Studies, 1.

ჩამოტვირთვა

David Aphrasidze & David Siroky – Frozen Transitions and Unfrozen Conflicts, Or What Went Wrong in Georgia?

다운로드

ეს სტატია განიხილავს საქართველოში განვითარების, დემოკრატიისა და კონფლიქტის დინამიკას, კონცენტრირდება ვარიაციებზე სახელმწიფო შესაძლებლობაზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ნაციონალიზმის სახეობებზე 카 1 더빙 다운로드. ის აჩვენებს ჰანთინგტონის პოლიტიკური წესრიგის დისკუსიის აქტუალობას გარდამავალ საზოგადოებებში და უჩვენებს არასტაბილურობის გაზრდილ ალბათობას ძლიერი საერთაშორისო მექანიზმების გარეშე 다운로드.

Aphrasidze, D., & Siroky, D. (2010). Frozen Transitions and Unfrozen Conflicts, or What went Wrong in Georgia. Yale Journal of International Affairs5, 121

ჩამოტვირთვა