ტეგების არქივი: ყარაბახი

Laurence Broers – Recognising Politics in Unrecognised States: 20 Years of Enquiry into the de facto States of the South Caucasus

ამ სტატიაში განხილულია ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის დე ფაქტო სახელმწიფოების შესასწავლად გამოყენებული სხვადასხვა ცნებები, თეორიები და პარადიგმები 다운로드. ავტორის აზრით, მაშინ როდესაც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის სახელმწიოებრიობის შენარჩუნებაში ცენტრალური ადგილი საგარეო ფაქტორებს უკავია, დროთა განმავლობაში მათზე არსებულ ლიტერატურაში საშინაო ფაქტორების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა 다운로드. სტატიაში განხილულია თუ როგორ განსხვავდება ამ პერიოდში მომძლავრებული შიდა ფაქტორებზე დამყარებული ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების პრიმატის აღზევების დინამიკისგან, რომლის მიერ დე ფაქტო სახელმწიფოების გაგება და განხორციელებული პოლიტიკა სწორედ საგარეო ფაქტორებზე ორიენტირებული დარჩა 다운로드.

Broers, L. (2013). Recognising politics in unrecognised states: 20 years of enquiry into the de facto states of the South Caucasus. Caucasus Survey1(1), 59-74 스타 헌터 맵 다운로드.

ჩამოტვირთვა

Neil MacFarlane – Democratization, Nationalism and Regional Security in the Southern Caucasus

ეს სტატია ეხება სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და მის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე 마이크로소프트 파워포인트. სტატიის მიხედვით, გვიანი საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დემოკრატიზაცია რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების მნიშვნელოვანი წყარო იყო 스카이캐슬 무료 다운로드. ამის მიზეზი მნიშვნელოვანწილად ის არის, რომ დემოკრატიზაციამ ნაციონალისტური და შოვინისტური იდეების არტიკულაციისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. ამასთან, დემოკრატიზაციამ, გარკვეულწილად, ისეთი სტრუქტურა ჩამოაყალიბა, რომელმაც ელიტების მიერ ნაციონალური მითებით მანიპულირებას შეუწყო ხელი Cura 3.6 download. აქედან გამომდინარე, დემოკრატიზაციას თავისთავად პროაქტიული როლი არ უთამაშია კონფლიქტების გაღვივებაში; ავტორის შეფასებით, დემოკრატიზაცია წარმოადგენდა გარემოს, რომელმაც პოტენციურ კონფლიქტებს “ნება დართო” და საშუალება მისცა, გადაზრდილიყო რეალურ ომებში.

MacFarlane, S. N. (1997). Democratization, Nationalism and Regional Security in the Southern Caucasus. Government and Opposition32(03), 399-420.

ჩამოტვირთვა

Svante Cornell – Small Nations and Great Powers

다운로드

წიგნი კავკასიის რეგიონის ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნო-ლინგვისტურ სურათს სთავაზობს მკითხველს და ფოკუსირებას ახდენს რუსეთის მიერ რეგიონის ანექსირებაზე, რამაც სათავე დაუდო რეგიონში დღეს არსებულ მრავალ კონფლიქტს lg스마트체 regular. ავტორი კონფლიქტების ისტორიულ ანალიზს აკეთებს, აფასებს სამი მთავარი რეგიონული ძალის (თურქეთი, ირანი, რუსეთი) როლს და წარმოაჩენს კავკასიის როლს მსოფლიო პოლიტიკაში 스플라이스 다운로드.

Cornell, S. (2001). Small Nations and Great Powers. A Study of Ethnopolitical Conflict in the Caucasus. Surrey, England: Curzon

ნახეთ Google Books-ზე