აკადემიური ცხოვრება რთულია. განსაკუთრებით კი – საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც ეს-ესაა იწყებს დასავლურ სამეცნიერო სტანდარტებთან შეგუებას. სწავლების კომპონენტის გარდა, მეცნიერისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი კვლევის შედეგი ფართო საზოგადოებას წარუდგინოს, სასურველია – წერილობითი სახით და კიდევ უფრო მისაღებია, თუკი ტექსტი რომელიმე (კარგ) ჟურნალში გამოქვეყნდება.
კარგ სამეცნიერო ჟურნალში საკუთარი სახელის ხილვა ძნელია 다운로드. როგორც წესი, ყველაზე ციტირებადი და ტირაჟირებადი გამოცემები ინგლისურენოვანია; სტატიის გაგზავნის, მიღების, რედაქტირების და რევიუს პროცესი ხანგრძლივი და დამღლელია. ტექსტი, ენობრივი თვალსაზრისით, კარგად უნდა იყოს გამართული – არა ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს, არამედ – როგორც ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის წესები მოითხოვს. ასეთი მოთხოვნების შესრულება კი არაინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის საკმაოდ რთულია 새벽의 호위 다운로드. კრიტერიუმებზე წარმოდგენას Web of Science-ის ეს სტატიაც შეგიქმნით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ნაშრომი სიახლეს უნდა წარმოადგენდეს 다운로드. თუკი ეს კომპონენტი არ არსებობს, რედაქტორები ჩვენს გაგზავნილ მანუსკრიპტს აუცილებლად სანაგვე ყუთში ჩაუძახებენ, ბრწყინვალე ინგლისურითაც რომ იყოს შესრულებული. გასათვალისწინებელია ჟურნალ “საიენსის” მიერ მოტანილი სტატისტიკა: მეცნიერთა მხოლოდ 1% ახერხებს ყოველწლიურად საკუთარი ნაშრომების ახალ სტატიად გამოცემას. გარდა ამისა, მიღებული სტატიების უმეტესობა (70-80%-მდე) რედაქტორების მიერ დაწუნებულია. რთული მისახვედრი არაა, რომ ასეთი მიდგომა მეცნიერთა მხრიდან დიდი კრიტიკის საფუძველია, თუმცა ჯერჯერობით სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების ბიზნესი ასე მუშაობს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მეც გადავწყდომივარ, გახლავთ გაურკვეველი წარმომავლობის გამომცემლობები და აკადემიური ჟურნალები, რომლებიც ჩვენი ნაშრომის უფასოდ გამოქვეყნებას გვთავაზობენ. Lambert Publishing, David Publishing, EU Journal ამ “გულუხვი” და “კეთილი” ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ნაწილია. როგორც წესი, ასეთ გამომცემლობებს არ აქვთ ორმაგი რევიუ, არ აქცევენ ყურადღებას ტექსტის ენობრივ მხარეს და მანუსკრიპტს “როგორც არის”, ისე აქვეყნებენ.
ხშირად, დილემის წინაშე ვდგებით – თუკი ნორმალურ და მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებას ამხელა დრო და ენერგია მიაქვს, თან წარმატების გარანტიაც არ არსებობს, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ მსგავსი შემოთავაზებით? ამ კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს – არავითარ შემთხვევაში. მსგავსი კალიბრის “აკადემიურ” ჟურნალში თუ გამომცემლობაში საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნება ჩვენი პროფესიონალიზმის მიმართ ბევრ კითხვას გააჩენს. საქართველოში, ალბათ პრობლემა არ შეგექმნებათ – როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი ქართველი მეცნიერი სარგებლობს ამ ორგანიზაციების მომსახურებით, მაგრამ თუკი თქვენი აკადემიური ტრანსკრიპტის უცხოელი კოლეგებისთვის გაზიარებას გეგმავთ, მაშინ ჯობს, საკუთარი რეზიუმედან, მაგალითად, “American international journal of contemporary scientific research”-ის პუბლიკაცია ამოშალოთ და მისი არსებობის შესახებ დაივიწყოთ.
როგორ შევაფასოთ გამომცემლობის თუ აკადემიური ჟურნალის ხარისხი? ამისთვის ბევრი მეთოდი არსებობს – პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოთ, ხდება თუ არა მათი ინდექსაცია Web of Sciences, Scopus-ის ან სხვა სისტემებში. არსებობს კიდევ ერთი შესანიშნავი რესურსი, რომლის ავტორი გახლავთ კოლორადოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი ჯეფრი ბილი. მის ვებსაიტზე თავმოყრილია ფსევდოაკადემიური გამომცემლობების და ჟურნალების ამომწურავი სია, ასევე მოცემულია მათი შერჩევის კრიტერიუმები. თუკი კარგად გაეცნობით ამ ჩამონათვალს, მათ შორის ჩემს მიერ დასახელებულ “აკადემიურ” ჟურნალებსაც წააწყდებით. იმედი მაქვს, თქვენი სტატია ან წიგნი, რომლითაც ძალიან ამაყობთ, მსგავსი ტიპის “გამომცემლის” მსხვერპლი არ აღმოჩნდა.
ცხადია, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარების გზა ია-ვარდით მოფენილი არ არის. რთულია საკუთარი ნაშრომის რომელიმე ჟურნალში გამოქვეყნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბილის სიაში ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა არ წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს. უფრო მეტიც, შესაძლოა, თქვენს აკადემიურ პროფილზე უარყოფითად იმოქმედოს.
დავით სიჭინავა