ავტორის არქივი: Irakli Gunia

Austin Jersild – Orientalism and Empire: North Caucasus Mountain Peoples and the Georgian Frontier, 1845-1917

“ორიენტალიზმი და იმპერია” ახლებურად აშუქებს ნაკლებად შესწავლილ კავკასიაში რუსეთის იმპერიის ყოფნას 유오기 다운로드. ამისათვის ის შეისწავლის დაძაბულ მდგომარეობას რუსეთის საზღვარზე ნაციონალურ და იმპერიულ იდენტობებს შორის 다운로드. ოსტინ ჯერსილდს საკუთარი წვლილი შეაქვს რუსულ “ორიენტალიზმსა” და ისლამთან რუსულ შეჯახებაზე არსებულ მზარდ ლიტერატურაში 다운로드. იგი შეგვახსენებს იმპერიული საფუძვლების როლზე მეოცე საუკუნის ეთნო-ტერიტორიული საბჭოთა სახელმწიფოს წარმოქმნისას 아비드 다운로드. “ორიენტალიზმი და იმპერია” აღწერს გრძელი ომის შედეგად წარმოშობილ იმპერიული ინტეგრაციისა და ინკორპორაციის მცდელობებს. იმპერიის მშენებლობის და მზარდი იმპერიული წარმოდგენების საილუტრაციოდ, ჯერსილდი განიხილავს რელიგიას, ეთნიკურობას, არქეოლოგიას, ენების ტრანსკრიფციას, ჩვეულებით სამართალს და შამილის ბედს 스타 유즈맵 다운로드. თბილისში არსებული რუსული და ქართული დოკუმენტების გამოყენებით, ის აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსებსა და ქართველებს შორის თანაზიარი კულტურული პრობლემები რეგიონში იმპერიის ფორმირებისას.

Jersild, A. (2002). Orientalism and Empire: North Caucasus Mountain Peoples and the Georgian Frontier, 1845-1917. McGill-Queen’s Press-MQUP.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Mark Bassin, Canadian Journal of History)

Vladimer Papava – Necroeconomics: The Political Economy of Post-Communist Capitalism

“ავტორი განიხილავს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეულ საქართველოს გამოცდილებას ფართო ანალიტიკურ და ემპირიულ ჭრილში 전세 계약서 양식 다운로드. იგი აჩვენებს პოსტ-კომუნისტური ტრანზიციის ღრმა ცოდნას და გვთავაზობს ტრანზიციული ეკონომიკის მრავალი სექტორის საინტერესო ანალიზს.”

– პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი, პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

“ვლადიმერ პაპავამ დაწერა საქართველოში ეკონომიკური ტრანზიციის პოლიტიკის შეცდომებისა და წარმატებების თვალსაჩინო აღწერა php 소스가. ეს კარგად წაკითხვადი ნაშრომი აჩვენებს გარეშე ძალების მიერ გამოწვეულ შეცდომებს, როგორიცაა უაღრესად რთული სარეგულაციო კანონმდებლობა, აგრეთვე საქართველოს საკუთარი პოლიტიკოსების მარცხს, ყველაზე თვალსაჩინოდ, კორუფციისთვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნისას.”

– დრ 다운로드. კიტ კრეინი,  კორპორაცია RAND, უფროსი ეკონომისტი

Papava, V 다운로드. (2005). Necroeconomics: The Political Economy of Post-Communist Capitalism (Lessons from Georgia). iUniverse.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Anders Aslund, International Economy)

Wendell Steavenson – Stories I Stole

ლონდონში ჟურნალ Time-თვის მუშაობის შემდეგ, ვენდელ სტივენსონმა ორი წელი გაატარა საქართველოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 다운로드. ამბები, რომლებიც მოვიპარე აღწერს ადგილობრივი დესპოტებით, მთის ტომებით, ვენდეტებითა და ულევი რაოდენობით წითელი ღვინით მდიდარ ახალგაზრდა ქვეყანაზე 다운로드. აქ არის პრეზიდენტ შევარდნაძის ჩაწყობილი არჩევნების, მაღალმთიანეთში ცხენების დოღის, საბჭოთა ხანის უცნაური გზისპირა არტიფაქტების, შუა ზამთარში ელექტროენერგიის უცნაური გათიშვების საქართველო – უცნაური, აღმაფრთოვანებელი და კვლავ თავისი ყველაზე ცნობილი შვილის, იოსებ სტალინის მემკვიდრეობის გავლენის ქვეშ მყოფი 다운로드. მოგზაურობის წიგნზე მეტი, ეს არის შესანიშნავი კრებული ნამდვილი ისტორიების თავისი კაშკაშა და ზოგჯერ შეშლილი პერსონაჟებით 맥북 포토샵 크랙. სოხუმის საზღვაო კურორტზე, დღეს სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებულ ერთ დროს ყველა მოდური რუსის დანიშნულების ადგილზე, ვენდელი საიდუმლო პოლიციელს ჰენგმენს ეთამაშება 다운로드. დედაქალაქ თბილისში, მყუდროდ მოწყობილი ლევანის მაგიურ ოთახში  ან ორთქლის აბანოებში, იგი  უახლეს დუელზე ან მოტაცებაზე იგებს. ხევსურეთში მდელობები სავსეა ლურჯად-შეღებილი სკებით და ყვითელი ყვავილებით, როდესაც საზღვრის გადაღმა ჩეჩნეთში ომია. ამბები, რომლებიც მოვიპარე არის გულწრფელი, ჩამთრევი და ლირიკული წიგნი ამ მიწაზე და მის ხალხზე.

Steavenson, W. (2002). Stories I Stole from Georgia. Grove Press.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Neal Ascherson, The Observer) (Trevor Fishlock, The Telegraph)

Nikolas K. Gvosdev – Imperial Policies and Perspectives Towards Georgia, 1760-1819

ეს წიგნი განიხილავს, თუ როგორ გაფართოვდა რუსეთის იმპერია მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს კავკასიის მთების ბარიერის გაღმა ქართული მიწების ხარჯზე 다운로드. დაპყრობითი ორგანიზებული გეგმის არარსებობის პირობებში, მერყევი იმპერიული პოლიტიკა დაფუძნებული იყო ხელისუფლებაში პიროვნებების ცვლილებებსა და იმპერიული ინტერესების სტრატეგიულ გადააზრებებში 모바일 네이트 온. განსაკუთრებული ყურადღება არის დათმობილი ორ გამორჩეულ ინდივიდუალზე – პრინცებზე პოტიომკინზე და ციციანოვზე, რომლებმაც იმპერიას სრული ინკორპორაციისკენ უბიძგეს 다운로드.

Gvosdev, N. K. (2000). Imperial Policies and Perspectives Towards Georgia, 1760-1819. Macmillan.

Available at Amazon

 

Jonathan Wheatley – Georgia from National Awakening to Rose Revolution: Delayed Transition in the Former Soviet Union

ჯონათან ვიტლი განიხილავს საქართველოში რეჟიმის ცვლილების მძიმე პროცესს 1988 წლის დამოუკიდებლობის მოთხოვნის პირველი პროტესტებიდან 2004 წელს ვარდების რევოლუციების შედეგებამდე 다운로드. ის მოცემულია იმ კომპარატიულ ჩარჩოში, რომელიც მოიცავს სხვა ტრანზიციულ ქვეყნებს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირიდან 다운로드. წიგნი გვთავაზობს ორ მნიშვნელოვან თეორეტიკულ ინოვაციას: ტრანზიციულ ლიტერატურაში ნაკლებად თეორიზებულ რეჟიმის ცნებას და ო’დონელის, შმიტერისა და კარლის დინამიური აქტორის მიერ წარმართული ტრანზიციის გაგებას 다운로드. წიგნი აგრეთვე მიმოიხილავს გვიან საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოსა და საზოგადოების მდგომარეობას, რომელმაც გამოიწვია საქართველოს და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების ტრანზიციისას არსებული სტრუქტურული შეზღუდვები 다운로드.

Wheatley, J. (2005). Georgia from National Awakening to Rose Revolution: Delayed Transition in the Former Soviet Union. Ashgate.

Available at Amazon