ტეგების არქივი: უსაფრთხოება

Robert Larsson – Georgia’s Search for Security

საქართველოსა და კავკასიის უსაფრთხოების პრობლემების განხილვა ყველაზე ხშირად კონფლიქტების, გეოპოლიტიკისა და მილსადენების ჭრილში ხდება. ამისგან განსხვავებით, წინამდებარე ნაშრომი ამ თემებს მხოლოდ ქვემდებარე როლს ანიჭებს და ფოკუსს ეროვნული უსაფრთხოების აქტორებზე, საერთაშორისო სტრუქტურებსა და უსაფრთხოების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობაზე აკეთებს. ამ ნაშრომის მიზანია საქართველოში უსაფრთხოების კრიტიკული შეფასება 2003 წლის მდგომარეობით. ამ მიზნით, ნაშრომი მოცემულ სამ კითხვას სცემს პასუხს: 1. რა მდგომარეობაში არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურები? 2. რა პერსპექტივები გააჩნია საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში? 3. რა გრძელვადიან საკითხებსა და რისკებს შეიცავს საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა უსაფრთხოების დარგში?

Larsson, R. (2003). Georgia’s Search for Security: An Analysis of Georgia’s National Security Structures and International Cooperation. Occasional Paper No.1, Georgian Foundation for Security and International Studies, Tbilisi.

ჩამოტვირთვა

Neil MacFarlane – Democratization, Nationalism and Regional Security in the Southern Caucasus

ეს სტატია ეხება სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და მის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე. სტატიის მიხედვით, გვიანი საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დემოკრატიზაცია რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების მნიშვნელოვანი წყარო იყო. ამის მიზეზი მნიშვნელოვანწილად ის არის, რომ დემოკრატიზაციამ ნაციონალისტური და შოვინისტური იდეების არტიკულაციისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. ამასთან, დემოკრატიზაციამ, გარკვეულწილად, ისეთი სტრუქტურა ჩამოაყალიბა, რომელმაც ელიტების მიერ ნაციონალური მითებით მანიპულირებას შეუწყო ხელი. აქედან გამომდინარე, დემოკრატიზაციას თავისთავად პროაქტიული როლი არ უთამაშია კონფლიქტების გაღვივებაში; ავტორის შეფასებით, დემოკრატიზაცია წარმოადგენდა გარემოს, რომელმაც პოტენციურ კონფლიქტებს “ნება დართო” და საშუალება მისცა, გადაზრდილიყო რეალურ ომებში.

MacFarlane, S. N. (1997). Democratization, Nationalism and Regional Security in the Southern Caucasus. Government and Opposition32(03), 399-420.

ჩამოტვირთვა

ბრუნო კოპიტერსი & რობერტ ლეგვოლდი – სახელმწიფოებრიობა და უსაფრთხოება: საქართველო “ვარდების რევოლუციის” შემდეგ

ეს არის პირველი წიგნი, რომელიც იკვლევს საქართველოსთვის 2003 წლის ნოემბრის დრამატული რევოლუციის წინ და შემდეგ არსებულ  ღრმა და კომპლექსურ უსაფრთხოების გამოწვევებს. წიგნი თავს უყრის ქართველ და არა-ქართველ ავტორებს, რომლებიც აღწერენ საქართველოს გამოწვევების განსხვავებულ მხარეებს – ტერიტორიული კონფლიქტებიდან ქვეყანაში საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებულ დაძაბულობებამდე, რომელიც მოიცავს გრძელ და უსიამოვნო ურთიერთობას რუსეთთან.

კოპიტერსი, ბ., & ლეგვოლდი, რ., (2006). სახელმწიფოებრიობა და უსაფრთხოება: საქართველო “ვარდების რევოლუციის” შემდეგ. თბილისი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.

ჩამოტვირთვა

Niklas Nilsson – The October 2012 Elections and the Role of Democracy in Georgia’s Foreign Policy

ეს ნაშრომი ხსნის თუ რატომ გახდა დემოკრატიზაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი 2003 წლის შემდეგ. ნაშრომი ამტკიცებს, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობების მისაღწევად დასჭირდა დემოკრატიული რეფორმატორის საერთაშორისო იმიჯის შექმნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგიც სწორედ ამ კუთხით არის განხილული. ის ფაქტი, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი იმ ხარისხით, რომ ოპოზიციამ გამარჯვების მოპოვება შეძლო, მეტყველებს იმაზე, რომ იმჟამინდელი მმართველი პარტია საჭიროდ თვლიდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნებას.

Nilsson, N. (2013). The October 2012 Elections and the Role of Democracy in Georgia’s Foreign Policy. Swedish Institute of International Affairs, Occasional Papers No. 15

ჩამოტვირთვა

Svante Cornell – Getting Georgia Right

ეს ნაშრომი აანალიზებს ვარდების რევოლუციის მიღწევებსა და შეცდომებს, და აგრეთვე საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს  “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში. ამასთან, ნაშრომი განიხილავს რუსეთის გავლენას საქართველოს განვითარებაზე ევროინტეგრაციისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით.

Cornell, S. (2013). Getting Georgia Right. Center for European Studies, Brussels

ჩამოტვირთვა