კატეგორიის არქივი: ისტორია

Rebecca Gould – Aleksandre Qazbegi’s Mountaineer Prosaics: The Anticolonial Vernacular on Georgian–Chechen Borderlands

ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი (1848-1893) გამორჩეულია ანტი-კოლონიური თემებით, რომელიც შთაგონებულია მის მიერ მთიელად ყოფნის შვიდი წლის გამოცდილებით. პროზის გამოხატვის შესაძლებლობების ასამაღლებლად ეთნოგრაფიის გამოყენებით, ყაზბეგის ლიტერატურულმა ესთეტიკამ გამოიწვია მანამდელი პოეტური ნორმები, და დიალექტური რეალიზმის გამოყენებამ საფუძველი მისცა ახალ პროზაიკულ ფორმას. ეს ესსე განიხილავს ეთნოგრაფიის, პროზაიკის და ლიტერატურული წარმოდგენის მდგომარეობას, რათა ამით ნათელი გახადოს ყაზბეგის მცდელობა გამოესახა მთიელთა ცხოვრება ქართულ-ჩეჩნურ სასაზღვრო ტერიტორიაზე.

Gould, R. (2014). Aleksandre Qazbegi’s Mountaineer Prosaics: The Anticolonial Vernacular on Georgian–Chechen Borderlands. Ab Imperio2014(1), 361-390.

ნახეთ Selected Works-ზე

Rebecca Gould – Georgian Literary Modernism: Poems by Titsian Tabidze, Paolo Iashvili and Galaktion Tabidze

თავდაპირველად ლიტერატურულ ჟურნალ “Metamorphoses”-ში დაბეჭდილი ეს სტატია ინგლისურენოვან მკითხველს აცნობს პოეტებს ტიციან ტაბიძეს, გალაქტიონ ტაბიძესა და პაოლო იაშვილს. ქართული ლიტერატურული მოდერნიზმის ამ სამმა მთავარმა წარმომადგენელმა სტალინის და ბერიას რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, ან სიკვდილით დასჯით დაასრულა სიცოცხლე (ტიციანი) ან თვითმკვლელობით (პაოლო და გალაკტიონი). ერთობლივად ეს ტექსტები აჩვენებს ახლო კავშირს ქართულ ლიტერატურაში პოლიტიკასა და პოეტიკას შორის, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ლიტერატურებში. შესავალს სახელწოდებით ” ქართული ლიტერატურული მოდერნიზმის დაისი” მოჰყვება ორიგინალური ქართული ტექსტები და შემდეგი პოემების ინგლისური თარგმანები – ტიციან ტაბიძის “გუნიბი”, “გალაკტიონ ტაბიძეს”, “სერგეი ესენინი”, “ევქსინოს პონტი”, “მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე”,  “ჩემი სოფელი გაზაფხულზე”; პაოლო იაშვილის “მაგიდა – ჩემი პარნასი”, “მწვერვალებიდან”, “პოეზია”;  გალაკტიონ ტაბიძის “მახაჯირი”, “ამირანი მიჯაჭვული”, “ლურჯა ცხენები”.

Gould, R. (2009). Georgian Literary Modernism: Poems by Titsian Tabidze, Paolo Iashvili and Galaktion Tabidze. Metamorphosis: A Journal of Literary Translation, 17(1), 66-103.

ნახეთ Selected Works-ზე

Robert P. Blake, Georgian Secular Literature: Epic, Romance, and Lyric (1100-1800)

ქართული სეკულარული ლიტერატურა თითქმის ისეთივე გამოსაკვლევია, როგორც შუა საუკუნეების ქართული თეოლოგიური ნაწარმოებები. რამდენიმე დაბეჭდილი სეკულარული ტექსტიდან მხოლოდ ერთია კრიტიკული გამოცემით და უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოპყრობილია სამწუხაროდ არაშესაფერისი მიდგომით. ამ თემაზე დაწერილი ფართოდ გაფანტულია, დაბურული ბუნდოვანი განმარტებებით და უმეტესი კვლევები დამახინჯებულია ნაციონალისტური მიდგომის გამოყენებით.

Blake R. P. (1933). Georgian Secular Literature: Epic, Romance, and Lyric (1100-1800). Harvard Studies and Notes in Philology and Literature. 

ნახეთ Selected Works-ზე

Zurab Avalishvili – T’eimuraz and his poem: The Martyrdom of Queen K’et’evan

ქართულ ლიტერატურაში პოემის მნიშვნელობა უდავოა. შესაძლოა ეს არის ცოცხალი ისტორიული ქართული თემის პოეტური მოპყრობის პირველი მაგალითი, რომელიც თეიმურაზის ცოცხალი ტალანტის არცთუ მცირე მიღწევაა.

Avalishvili, Z. (1937). T’eimuraz and his poem: The Martyrdom of Queen K’et’evan. Georgica : A Journal of Georgian and Caucasian Studies.

ნახეთ Selected Works-ზე

Natalie Sabanadze – Globalization and Nationalism: The Cases of Georgia and the Basque Country

წიგნი განიხილავს ორიგინალურ, არაორთოდოქსულ გაგებას გლობალიზაციასა და თანამედროვე ნაციონალიზმს შორის ურთიერთობის შესახებ. თუ გავრცელებული შეხედულებით ნაციონალიზმი და გლობალიზაცია დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენენ, საბანაძე ამტკიცებს რომ ისინი უფრო მეტად მოკავშირე ძალიან ხდებიან. წიგნის მიხედვით ნაციონალიზმი არ ზემოქმედებს მზარდი გლობალიზაციის წინააღმდეგ და არ გვევლინება გლობალიზაციის გავლენების წინააღმდეგობის ფორმად. ბასკური და ქართული შემთხვევები ამტკიცებს, რომ გლობალიზაცია და ნაციონალიზმი შეიძლება იყოს ურთიერთშემავსებელი, ვიდრე შეუთავსებელი ტენდენციები.

ნაციონალისტები ხშირად არიან გლობალიზაციის გამავრცელებლები, რომლებიც ეძებენ გლობალიზების გავლენებს და ჩართულები არიან გლობალურ აქტორებთან, საკუთარი ნაციონალისტური ინტერესების შესაბამისად. საქართველოს და ბასკეთის შემთხვევებში, მცირე საფუძველი არსებობს, რომელიც ადასტურებს გლობალიზაციის ძლიერი, პოლიტიკურად ორგანიზებული ნაციონალისტური ოპოზიციის არსებობას.

წიგნი აგრეთვე განიხილავს, თუ რატომ ვითარდება, ფართო მასშტაბით ნაციონალიზმის განსხვავებული ფორმები გლობალიზაციის მიმართ განსხვავებულ ფორმებად და განსხვავებულ დამოკიდებულებად.

Sabanadze, N. (2010). Globalization and Nationalism: The Cases of Georgia and the Basque country. Central European University Press.

ნახეთ books.google.com-ზე; რეცენზია (Kevin Tuite, Université de Montréal)